დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერლებმა ფუტსალის ჩემპიონატი წარმატებით დაიწყეს
2012/03/19 15:07:10

„ფუტსალში საქართველოს მორიგი ჩემპიონატი დაიწყო. იგი ორ წრედ გაიმართება. სულ ჩემპიონატში რვა გუნდი მონაწილეობს. ეს გუნდებია: „იბერია სტარი“ (თბილისი), „თსუ“(თბილისი), „ალგო“(თბილისი), „თელასი“(თბილისი), „იმერეთი“(იმერეთის რეგიონი), თელავის უნივერსიტეტი, აჭარის ნაკრები და სატრანსპორტო კომპანია  - თბილისი. ამ რვა გუნდიდან ყველაზე ძლიერი „იბერია სტარია“, რომელიც ხუთი ბრაზილიელი ლეგიონერით ასპარეზობს.

იმერეთის გუნდისთვის წლევანდელი ჩემპიონატი წარმატებით დაიწყო. თბილისში იმერეთმა თბილისის სატრანსპორტო კომპანია ანგარიშით 10:5 გაანადგურა. ყველაზე უხვგოლიანები იმერელთა შემადგენლობიდან ვაჟა ჩოგოვაძე და მურმან ბოდოკია იყვნენ, რომლებმაც სამ-სამი გოლი შეაგდეს მოწინააღმდეგე გუნდის კარში. ლაშა ჭეიშვილმა, მიშიკო უგლავამ, კობა კუბლაშვილმა და თემურ ტყეშელაშვილმა კი თითო-თითოჯერ დაამწუხრეს მოწინააღმდეგე ფეხბურთელები. დედაქალაქელთა გუნდის წინააღმდეგ გამართულ მატჩში საუკეთესო ფეხბურთელად იმერელთა გოლკიპერი მამუკა საღრიშვილი აღიარეს.

მორიგ თამაშს იმერლები 21 მარტს გამართავენ და მათი მოწინააღმდეგე თელავის უნივერსიტეტი იქნება. მატჩი ქუთაისის სპორტის სასახლეში 16 საათზე დაიწყება.

 

მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2055
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია