დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„კლავს“ თუ არა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ფეხბურთს?
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/01/17 21:09:24

სოციალურ ქსელში ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, სულხან მახათაძის, მისამართით გაჩნდა ინკოგნიტო ბრალდება, რომლის მიხედვითაც მახათაძე აფერხებს ჭიათურის მუნიციპალიტეტში ფეხბურთის განვითარებას. psnews.ge აღნიშნული ფაქტით დაინტერესდა. პირველ რიგში მოვიკითხეთ საფეხბურთო მიმართულებით დაფინანსების სტატისტიკა ბოლო წლების განმავლობაში. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, მარიკა ხვედელიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა:

 

 

2010 წელს საფეხბურთო გუნდი „ჭიათურამუნიციპალური ბიუჯეტიდან 135 ათასი ლარით დაფინანსდა, ხოლო ბავშვთა და მოზარდთა 23-ე საფეხბურთო სპორტული სკოლა - 69900 ლარით. 2011 წელს საფეხბურთო კლუბს _158100 ლარი, ბავშვთა და მოზარდთა სკოლას 69,900 ლარი გამოეყო ბიუჯეტიდან. 2012 წელსგუნდი „ჭიათურა 140 ათასი ლარით, ხოლო 23 საფეხბურთო სპორტული სკოლა 80 ათასი ლარით დაფინანსდა. 2013 წელს საფეხბურთო კლუბი „ჭიათურადაფინანსდა 349300 ლარით (ამ დაფინანსებაში შედიოდა 23- სპორტული სკოლისათვის განკუთვნილი თანხებიც).

 

 

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების თანახმად, ბავშვთა და მოზარდთა სპორტული სკოლა გამოეყო საფეხბურთო კლუბ „ჭიათურასდა დაფუძნდა, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირი და დაფინანსებული 300 000 ლარიდან საფეხბურთო კლუბს გამოეყო 205080, ბავშვთა და მოზარდთა სკოლას - 94920 ლარი. 2014 წლის მეორე ნახევარში გუნდჭიათურასგაეზარდა დაფინანსება ბიუჯეტიდან და შეადგინა 260580 ლარი, შესაბამისად, დაფინანსება გაეზარდა ბავშვთა და მოზარდთა სკოლას 115670 ლარით. ასევე, გაიზარდა სახელფასო განაკვეთები და კვების ხარჯები. 2015 წელს დამტკიცებულ ბიუჯეტში კლუბს დაფინანსება განესაზღვრა 240 ათასი ლარით, ხოლო ბავშვთა სკოლას 135 ათასი ლარით.

 

 

საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, აღნიშნული ციფრები წლის ბოლომდე კიდევ გაიზარდოს. დასკვნები თავად გამოიტანოს მკითხველმა, თვითმმართველობა კლავს თუ არა ფეხბურთს. სხვათა შორის, ეს პირველი მცდელობა არ არის, როცა ტყუილუბრალოდ და უსაფუძვლოდ  ცდილობენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის დისკრედიტაციას.“

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8382
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია