დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გზა ოლიმპოსკენ
ელენე გედევანიშვილი სოჭის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/09/29 10:45:06

ელენე გედევანიშვილი სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მფლობელი გახდა. გერმანიის ქალაქ ობერსტდორფში მოციგურავეთა ტურნირი მიმდინარეობს, სადაც ძირითადად ის სპორტსმენები შეიკრიბნენ, რომელთაც გასულ სალიცენზიო შეჯიბრებებზე წარმატებას ვერ მიაღწიეს.

ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს წარმომადგენელმა მოკლე პროგრამაში 51.59 ქულით მე-6 შედეგი აჩვენა, თავისუფალ პროგრამაში კი ელენე 93.21 ქულით მე-7 გახლდათ. ჯამში, გედევანიშვილმა 144.80 ქულა მოაგროვა და მე-6 შედეგი აჩვენა, რაც ლიცენზიისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.

გარდა, ამისა, შეჯიბრზე ლიცენზიები თამაშდება წყვილთა შორის, სადაც ბედს სცდიან ოთარ ჯაფარიძე და ანგელინა ტელეგინა. სოჭში ასპარეზობის უფლების 

მოსაპოვებლად 22 დუეტი იბრძვის, რომელთაგან ოლიმპიადაზე გამგზავრების უფლებას 5 საუკეთესო მიიღებს.

მოკლე პროგრამის შემდეგ, ჯაფარიძე-ტელეგინას წყვილი 45.47 ქულით საერთო ჩათვლაში მე-13 ადგილზეა, საკვალიფიკაციოში კიმეცხრეზე. სალიცენზიო ზონასთან დაახლოებით 3 ქულა აშორებთ.

"სპორტალ.გე"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2861
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია