დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დიდი ფეხბურთის მოლოდინში
2012/03/19 13:27:15

„ევრო-2020“-ის მასპინძლობის სურვილი საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივად გამოთქვეს

 

2020 წლის ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ჩატარების სურვილი საქართველომ და აზერბაიჯანმა გამოთქვეს. შესაძლოა, ისინიც შეუერთდნენ იმ ქვეყნების სიას, რომლებსაც უკვე შეტანილი აქვთ განაცხადი „ევრო-2020“-ის ჩატარების შესახებ, ესენი კი არიან: თურქეთი, ჰოლანდია და ბელგია. მათ ერთპიროვნულად მასპინძლობის სურვილი გამოთქვეს, ხოლო თანამონაწილეობისა - კი რუმინეთმა, ბულგარეთმა, ჩეხეთმა, სლოვაკეთმა, ბოსნიამ, ხორვატიამ, სერბეთმა, ირლანდიამ, შოტლანდიამ, უელსმა გამოაცხადეს.

 

„ევრო-2020“-ის ჩატარების სურვილი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 მრატს, აზერბაიჯანის მილი-მეჯლისში (პარლამენტი) სიტყვით გამოსვლისას გაახმოვანა: „შევთანხმდით, ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით საერთო განაცხადი შევიტანოთ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად ქვეყნებს რამოდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოუწევთ, რომელსაც ფეხბურთის უმაღლესი ორგანო UEFA აყენებს. მინიმალური მოთხოვნებია: ორი 50 000-იანი, სამი 40 000 და ოთხი 30 000-იანი  მაყურებლის ტევადობის მოედნების ქონა, აგრეთვე 24 საცხოვრებელი ბაზა, ასევე მასპინძლობის მოსურნე ქვეყნებში მაგისტრალების, საზღვაო პორტების, სარკინიგზო სადგურების და აეროპორტების მაღალი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ. ამ მოთხოვნების შესასრულებლად საქართველომაც და აზერბაიჯანმაც დროულად უნდა იშრომონ, რათა ევროპის მოხიბვლა აქედანვე დაიწყონ.

ზოგმა ეს ინიციატივა მიხეილ სააკაშვილისაგან პიარ-აქციის მორიგ სვლად შეაფასა და პოლიტიკური ქულების დაგროვების მცდელობაში დაადანაშაულა. „სამწუხაროდ, ფეხბურთის თემამ პიარ-კამპანიის სახე მიიღო და არანაირ გეგმაზომიერ განვითარებაზე საუბარი არ არის. ამის დადასტურებაა საქართველოს პრეზიდენტის „ინიციატივა“, რომელიც მან შემოგვთავაზა აზერბაიჯანის პრალმენტის ტრიბუნიდან 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ეროთბლივად გამართვასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ სპორტული თემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელმა ლევან ყიფიანმა.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა „ევრო 2020“-ის შესახებ სააგნეტო „sporal.ge“-ს ინტერვიუში განუცხადა:

„უეფას კრიტერიუმები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. სავარაუდოდ, ქალაქები, სადაც 2020 წლისათვის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, იქნება თბილისი, ქუთაისი და ბათუმი. ეს სამი ქალაქი მსგავსი თამაშების გამართვისთვის მოთხოვნებს 2020 წელს სავსებით დააკმაყოფილებს.“

ერთობლივმა განცხადებამ აზერბაიჯანშიც გამოიწვია დიდი რეზონანსი და, ამავე დროს, შეურაცმყოფელი კომენტარიც გაკეთდა: „Vesti.ai“-თან კომენტირებისას აზერბაიჯანის ფეხბურთის ლეგენდამ, თბილისში გაზრდილმა ყაზბეგ ტუაევმა განაცხადა: „რა ქვეყანაა საქართველო, მასთან ერთად ევროპის ჩემპიონატს რომ ვუმასპინძლოთ? ჩვენ ეს მრტო, მათი დახმარების გარეშეც შეგვიძლია. საამისოდ გაგვაჩნია შესაძლებლობები და, რაც ყველაზე მთავარია, ჭკუა და სიმდიდრე. აზერბაიჯანთან შედარებით, საქართველო სუსტი და ღარიბია. ისინი ცდილობენ, მოგვიცუცქდნენ, მაგრამ ჩვენ ეს არ გვჭირდება.“

ამ განცხადებიდან რამოდენიმე დღეში, იმავე ყაზბეგ ტუაევმა ეს კომენტარი უარყო და ყველაფერი გაუგებრობას დააბრალა, მისივე თქმით, საქართველოს შეურაცხყოფა აზრად არ მოსვლია: „მე გავიგე, რომ აზერბაჯანის და საქართველოს მიერ ქვეყნის ჩემპიონატის ერთობლივ ჩატარებაზე იყო საუბარი.   თუ  თქვენ    „ევრო-2020“-ს გულისხმობთ, მაშინ - პირიქით, დიდი სიამოვნებით ვუჭერ ამას მხარს. ვინმეზე სუსტები ვართ, თუ რა?“

„ევრო-2020“-მდე ჯერ კიდევ შორია, თუმცა სკანდალი მის ირგვლივ უკვე აგორდა თურქული პოპულარული გაზეთი „ჰურეთი“, ეროვნული ოლომპიური კომიტეტის ჩინოვნიკის სიტყვებზე დაყრდნობით, ამტკიცებს, რომ უეფა-ს პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ თურქეთს „ევროპის 2020“ ჩემპიონატის ჩატარებაზე არაოფიციალური თანხმობა და თანადგომა განუცხადა.

საქართველოს და აზერბაიჯანს ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაზე მცირე შანსი რომ აქვთ, ეს იმით დასტურედბა, თუ რა საფეხბურთო ინფრასტურქურის მქონე ქვეყნები აცხადებენ პრეტენზიას „ევრო-2020“-ისათვის. ამას დავუმატოთ იმავე თურქული გაზეთის მიერ გავრცელებული სკანდალური ცნობა მიშელ პლატინისა და თურქეთის ფეხბურთის ფედერაციას შორის შესაძლო გარიგებების შესახებ. თუმცა ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს და საქართველოში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა გამართოს, რათა ჩვენმა   ფეხბურთელებმა    კეთილმოწყობილ მოედნებზე ითამაშონ და მათი თამაშის საყურებლად მეტი გულშემატკივარი მივიდეს. ამავე დროს, 2024 წლისათვის უფრო მეტი გრანტები მიიღოს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისათვის.

ჩატარედბა თუ არა „ევრო-2020“-ი საქართველოში და აზერბაიჯანში? ამას 2014 წელს შევიტყობთ.

 

მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2124
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია