დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელი მოჭიდავეები ჩემპიონები გახდნენ
2013/07/04 16:00:28

ქუთაისელი მოჭიდავე გიორგი ცირეკიძე საქართველოს ჩემპიონია.  84 კგ. წონით კატეგორიაში, ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავემ  დაძაბულ ორთაბრძოლაში დაამარცხა ევროპის ვერცხლის პრიზიორი ვლადიმერ გეგეშიძე და ახალგაზრდობის მსოფლიო ჩემპიონი გიორგი ნადარეიშვილი და ეროვნული ჩემპიონატის პირველი ადგილის მფლობელი გახდა. გამარჯვებული ცირეკიძე უნგრეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება.

კიდევ ერთი წარმატებული ქუთაისელი ზვიად პატარიძეა. 18 წლამდე ასაკის მოჭიდავეებში პატარიძე  კადეტთა შორის ევროპის პრიზიორი გახდა. წარმატებული სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონატზე  სერბეთში გაემგზავრება.

მორიგი წარმატებისთვის ასევე ემზადება 120 კგ. წონით კატეგორიაში ეროვნული ჩემპიონი  სერგო გოგისვანიძე, რომელიც ასევე იბრძოლებს გამარჯვებისთვის „მსოფლიო უნივერსალზე“.

წარმატებული ქუთაისელი სპორტსმენების მწვრთნელია საქართველოს დამსახურებული მწვრთვნელი ელგუჯა მარუაშვილი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2307
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია