დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მოქალაქე "კორ სტანდარტ ბანკის" წინააღმდეგ "კორ სტანდარტ ბანკთან" გაფორმებული კაბალური ხელშეკრულება, რომლის გამოც მარტიაშვილები ერთადერთ სახლს კარგავენ. ვინ იცავს დაზარალებულთა უფლებებს საქართველოში და რა შეფასებას აძლევენ ექსპეტები ბანკის მიერ მარტიაშვილებისთვის დადებულ ხელშეკრულებას.
როგორ მოიგეს კონკურსში 2 800 000 ლარი მერიის ყოფილმა თანამშრომლებმა... როგორ განვითარდება თბილისი მომავალი 15 წლის განმავლობაში. დაახლოებით სამი მილიონი ლარი თბილისის ახალი გენერალური გეგმის შესაქმნელად გამოიყო. ექსპერტები ამბობენ, რომ გამარჯვებული არასამართლიანად შეირჩა. მირზაშაფის ახალი პროექტით იმედგაცრულებული აქტივისტები ქალაქის მერიას აღარ ენდობიან.
პოლიცია ვიდეოკამერებს მიღმა........... მაჯის საათში დამონტაჟებული ფარული კამერით, დაკავებულმა პოლიციაში საკუთარი ცემის შემზარავი კადრები გადაიღო-კადრები მედიით გავრცელდა. გამოძიებამ კი საქმე ნაცემი ბიჭების წინააღმდეგ დაიწყო და ბრალიც წაუყენა შვიდწლიანი პატიმრობის მოთხოვნით. ამ საქმეში დაზარალებულებულად ცნობილები სწორედ ის პოლიციელები არიან, რომლებსაც ბიჭები ცემაში ადანაშაულებენ. სათვალთვალო კამერიდან კი სიტუაციის ამსახველი ვიდეო კადრები ქრება. არადა, ეს კადრები სასამართლოს სიმართლის დადგენაში დაეხმარებოდა.
„სიკვდილის ლობისტები“. თამბაქოს მოხმარებით გამოწვეულ დაავადებებს წელიწადში 9-დან 11 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ეწირება. მწეველთა შორის სიმსივნური დაავადებები მზარდია. 2013 წელს მთავრობამ პირობა დადო, რომ თამბაქოს კონტროლი გაძლიერდებოდა, მაგრამ სიტყვა დღემდე შეუსრულებელია. მთავრობა ფულს არათუ თამბაქოს მოხმარების პრევენციაში ხარჯავს, არამედ თამბაქოს წარმოებას ახალისებს. ექსპერტები ამბობენ, რომ ამის მიზეზი მთავრობაში თამბაქოს ინდუსტრიის ლობირებაა.
სარეზერვო ფონდის ბუნდოვანი პრიორიტეტები. საპატრიარქოს უნივერსიტეტში გადარიცხული ორი მილიონი ლარი, პრემიები და გასართობი ღონისძიებები. მთავრობი 50 მილიონიანი სარეზერვო ფონდის ხარჯვის პრიორიტეტები დღემდე ბუნდოვანი რჩება
სახანძრო უსაფრთხოება კონტროლს მიღმა. ქობულეთში სასტუმროში გაჩენილ ხანძარს სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ამბიდან ექვსი თვე გავიდა, თუმცა არც გამოძიება დასრულდა და არც კანონი გამკაცრდა. ბაღებში, სკოლებსა და სასტუმროებში სახანძრო უსაფრთხოების საკითხი შორსაა სტანდარტებისგან. მსგავსი ტრაგედიისგან ქვეყანაში ჯერ კიდე არავინაა დაცული
როგორ დავიცვათ სისუფთავე? (VIDEO)
ზღვა და მდინარეები – როგორ ბინძურდება გარემო საქართველოში
ხორცის რულეტი მაკარონით და ყველით
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია