დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტისათვის ოპერის თეატრი რეგიონის აღორძინების სიმბოლოა
2012/06/18 13:00:26

13 ივლისს, ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრში, ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისი“ წარმოადგინეს.

სპექტაკლს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო. პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა: „მინდა, ვთქვა, რომ მათ, ვისაც უნდა, რომ იმერეთს პარლამენტი წაართვან, ძალიან ანეგდოტური წარმოდგენა აქვთ. ქუთაისი - ეს ის არ არის, რაც ზოგიერთს აქამდე ეგონა. ქუთაისი, პირველ რიგში, ძალიან დიდი კულტურის ცენტრია. აქ გავაკეთეთ, პრაქტიკულად, ახალი ოპერის თეატრი, სადაც დღეს ქუთაისელის მიერ დაწერილი კლასიკური ქართული ოპერა „დაისი“ იდგმება. ის ჩემთვის ქუთაისისა და მთლიანად ამ რეგიონის აღორძინების სიმბოლოა. ქუთაისის ოპერაში ასევე ჩვენ ვგეგმავთ, უახლოეს პერიოდში, გავზარდოთ ხელფასები, განვაახლოთ ინსტრუმენტები და ამ ქალაქს კულტურის მხრივ, საბოლოოდ, დავუბრუნოთ მისი სიდიადე.“

სპექტაკლ „დაისის“ ანტრაქტის დროს პრეზიდენტმა მუღლესთან, სანდრა ელისაბედ რულოვსისთან ერთად ქუთაისის ბულვარში გაისეირნა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1874
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია