დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არასტანდარტული პოდიუმი ჭკვიანური ნამუშევრებით
2010/03/22 13:36:03

ეს ისე: მე სხვანაირად ვხედავ ამ სამყაროს, შენ კიდევ სულ სხვანაირად.

მასაც თავისებურად ესმის ყველაფერი.

და თუ ჩვენი გზები და ხედვები ერთ წერტილში მაინც გადაიკვეთა, არსებობს ალბათობაც, რომ ერთმანეთის გავიგოთ.

17 მარტს მესხიშვილის თეატრის ფოიეში გაჩნდა არასტანდარტული პოდიუმი, თუმცა, მანამდე მოსაწვევები დაბეჭდეს, სადაც ეწერა, რომ დიზაინერი თეონა მარგველაშვილი გვიწვევდა გაზაფხული-ზაფხულის მოდების კოლექციის ჩვენებაზე - მ ე ქ ა ნ ი კ ა. აქვე წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ნამუშევრები, (pop-art) პერსონალური გამოფენა.

უფრო მანამდე კი, რა თქმა უნდა, იდეა გაჩნდა. თუმცა, ჯერ მაინც სურვილი იყო, რაღაცის შექმნის, უფრო სწორად - კერვის.

ყველაფერი ძალიან ადრე დაიწყო, ბავშვობიდან, იმის გარდა, რომ საინტერესო რამეებს საკუთარი ხელით აკეთებდა, თან ლამის გადასაყრელად გამზადებულ ტანისამოსშიც ხედავდა, რომ მათი გამოყენება კიდევ შეიძლებოდა. ასე თანდათან ინახავდა ბებიის სვიტერებს, კაბებს, მამის შარვლებს, იცოდა, ყველა მათგანის გამოყენება შეიძლებოდა.

ყველაფერში სდებს აზრს და არსს, არაფერს ქმნის ისე, უბრალოდ.

„მექანიკამდე“, მისი პირველი მოდების ჩვენება იყო                 „დეჟავიუ“. არც თუ დიდი ხნის წინ, სულ რაღაც რამდენიმე თვეა გასული, მისმა ორიგინალურმა ხელწერამ მაყურებელს თავი დაამახსოვრა, ამიტომაც ბევრი ელოდებოდა, რა იქნებოდა ამჯერად.

ეს იყო თეატრალიზებული მოდების ჩვენება, გარდა იმისა, რომ თვითონ კოსტიუმები იყო ძალიან საინტერესო, თამამი და ორიგინალური, ჩვენებას ჰქონდა ერთი საერთო ხაზი - განვთავისუფლდეთ ყველაფრისგან, საკუთარი თავისგანაც კი.

მაყურებელი #1: „მე თეონას პირველ ჩვენებასაც ვესწრებოდი, ისიც მომეწონა, მაგრამ სულ რამდენიმე თვეა გასული და მისი მოდელები, კოსტიუმები, საერთო ხაზი ძალიან დახვეწილია. ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ჭკვიანური ნამუშევრები აქვს.“

მაყურებელი #2: „მომეწონა, თან ძალიან, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ქუთაისში ეს სივრცე, რასაც მოდელირება და დიზაინი ჰქვია, აუთვისებელია. ჩვენებები თითქმის არ ხდება, ამიტომაც ძალიან მიხარია, რომ ახალი სახელი გამოჩნდა, ახალი სახე, თან საინტერესო, თავისი ხელწერის მქონე და შინაარსიანი.“

თეონას კიდევ ბევრი იდეა აქვს. იდეა „მექანიკის“ განხორციელებაში მეგობრები დაეხმარნენ, ისინი, ვისაც მისი ნიჭის სჯერათ და კოსტიუმები ძალიან მოსწონთ. 

„მადლობა მათ“ - ამბობს თეონა.

მართლა ძნელია, ერთი შეხედვით აღიქვა თეონას კოსტიუმები. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ესაა გემოვნებით დალაგებული სხვადასხვა სტილი, სხვადასხვა ქსოვილი, სხვადასხვა ფერი და აზრი... რომელიც ყოველთვის მათთანაა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1874
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია