დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში 16 სექტემბრიდან ღია კინოჩვენებები გაიმართება
ავტორი: ირინა მაკარიძე
2014/09/09 19:38:33

 16-დან   სექტემბრიდან ქუთაისში დაბრუნებულ ქალაქელებს ღია ცის ქვეშ გამართული კინო საღამოები ელოდებათ.   

 

  ქალაქ-მუზეუმში,   უძველესი    კინოთეატრის   „მონ პლეზირის“ მიმდებარე   ტერიტორიაზე  დროებითი  „საზაფხულო კინოთეატრი“ გაიმართება,   სადაც  მაყურებლისთვის    შეზლონგები და  პუფები განთავსდება .

 

ქუთაისელი მაყურებლისათვის   მსოფლიო კონოშედევრების ჩვენება  10 დღის განმავლობაში გასტანს. 

 მოსახლეობის   კულტურულ  დასვენებაზე ქალაქის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა    იზრუნა.

 

სამსახურის  მთავარი სპეციალისტის თამთა  თურმანიძის განცხადებით, „ამ კინოჩვენებებზე  ახალგაზრდებს   საშუალება მიეცემათ  გაეცნონ მსოფლიო კინოს შედევრებს, რაც ძალიან მნიშნელოვანია იმ ქალაქისთვის, სადაც თითქმის ორი ათეული წელი არ ფუნქციონირებდა  კინოთეატრი.“  მისივე თქმით,  არანაკლებ საინტერესო იქნება ეს კინოჩვენები  ძველ თაობწარმომადგენლებისთისაც, რომლებიც გაიხსენებენ ფელინის, ვისკონტისა თუ ტრიუფოს კინოშედევრებს.“

 

ღია კინოჩვენებების გახსნა სიმებიანი კვარტეტის კონცერტით წარიმართება,რომელიც კინომუსიკას მსოფლიო კინოს ისტორიის ამსახველი კინოკადრების ფონზე  შეასრულებს.

 

 კინოჩვენებების  ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ ვიზუალისა და მუსიკის   ასეთი შერწყმა  მაყურებელს განსხვავებული ფორმით გააცნობს კინოს ისტორიას, ცალკეული   ჟანრებისა და მიმართულებების განვითარებას.

მათივე მტკიცებით,  16 დან 26 სექტემბრამდე მაყურებელს მრავალი  საინტერესო  სიურპრიზი ელოდება.  

 

კინოსეანსები  ყოველდღე   გაიმართება,     ის  საღამოს 19:30 საათზე   დაიწყება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2568
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია