დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფოტოგრაფებს მათივე სურათებით გაწყობილი კალენდარი გადასცეს
2012/01/11 14:03:51

მერიის კულტურის სამსახურმა ფოტოკონკურს „ილოს“ გამარჯვებული ფოტოგრაფები მათივე სურათებით გაწყობილი კალენდრებითა და ძველი ქუთაისის ისტორიული უბნების ალბომით დააჯილდოვა. კონკურსი სექტემბერში გაიმართა, მასში 100-მდე დამწყები ფოტოგრაფი მონაწილეობდა. კონკურსი ქუთაისელი კოლორიტის ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს. მისი ფოტოატელიე ათწლეულების მანძილზე ქალაქის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. სწორედ ამიტომ ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, ჩაეტარებინათ კონკურსი და გამოევლინათ ქუთაისში მცხოვრები ნიჭიერი ფოტოხელოვანები, მათთვის სტიმული მიეცათ, რათა ქუთაისში ფოტოხელოვნება კიდევ უფრო განავითარონ. ფოტოკონკურს „ილოს“ კულტურის სამსახური 2007 წლიდან მართავს და უკვე ტრადიციად იქცა.

„როგორც მოგეხსენებათ, ფოტოკონკურსი „ილო“ წლებია იმართება ჩვენს ქალაქში, დამწყებ ფოტოგრაფებს საშუალებას ვაძლევთ, თავი ფართო საზოგადოებას გააცნონ.“ - განაცხადა კულტურის სამსახურის უფროსმა თემურ ცამციშვილმა.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყო კონკურსის გამარჯვებული ნათია აფხაიძეც.

„როგორც ყველა მონაწილე, მეც, ალბათ, ველოდებოდი გამარჯვებას, თუმცა, რა თქმა უნდა, დარწმუნებული არ ვიყავი. ახლა კიდევ ულამაზესი კალენდრებით გვასაჩუქრებენ, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი,“ - გვითხრა მან. 

ფოტოკონკურსი „ილო“ მომავალ წელსაც ჩატარდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1898
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია