დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა თანანმდებობა დატოვა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/02/22 01:14:08

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელძღვანელი გოგი ჭიჭინაძე თანამდებობიდან  გადადგა.

აღნიშნულის შესახებ განცხადება ჭიჭინაძემ facebook-ის საკუთარ გვერდზეც გააკეთა.  


 ჭიჭინაძე ოპერის თეატრში განუხორციელებელ პროექტზე საუბრობს, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც, ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვენელის განმარტებით ,  ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრს ეყოლებოდა საერთაშორისო შემადგენლობის საოპერო დასი მუდმივი საკონტრაქტო თანამშრომლებით და დამატებით, გასტროლიორი სოლისტებით, რომლებიც მრავალფეროვნებას შესძენდნენ ყველა სპექტაკლს.


"პროექტის განხორციელების შემთხვევაში თეატრი ყოველწლიურად შექმნიდა ახალ პროდუქციას, რომელზეც თეატრის შემოქმედებით კოლექტივთან ერთად იმუშავებდნენ საუკეთესო ქართველი და უცხოელი რეჟისორები, მხატვრები, დიზაინერები, რაც ხელს შეუწყობდა მაღალმხატვრული ღირებულების სპექტაკლების დამკვიდრებას თეატრის რეპერტუარში. ერთ-ერთ პრიორიტეტად გვესახებოდა ეროვნული მუსიკისა და ქორეოგრაფიის პოპულარიზაცია საქართველოსა და მსოფლიოში",-ამბობს გოგი ჭიჭინაძე.

"ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ წარმოდგენილი პროექტი განხორციელდებოდა, მით უფრო, რომ ის არაერთი ექსპერტის და რაც მთავარია, ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლების მიერ იყო შესწავლილი და მოწონებული, რომელთა გამოცდილება და საქმიანი რჩევები იმთავითვე გასათვალისწინებელი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ფინანსური მხარდაჭერის არარსებობის გამო, მიხდება დაკავებული თანამდებობიდან - ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომა. შესაბამისი განცხადებით დღეს უკვე მივმართე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს ბატონ გურამ ოდიშარიას",-წერს გოგი ჭიჭინაძე მის მიერ გავრცელებულ წერილში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2805
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია