დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერობის მსურველთა მოსმენა დღეს დაიწყო
2013/05/27 10:56:29

ქუთაისის მერის ჯერ კიდევ ვაკანტურ პოსტზე ამ დროისათვის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ შერჩეული 12 კანდიდატი იბრძვის, რომლებიც კომისიამ დანარჩენი 69 მერობის მსურველიდან შეარჩია.

კანდიდატების მოსმენა დღეს 11 საათიდან იწყება და 28 მაისს დასრულდება. გასაუბრება დახურულ კარს მიღმა წარიმართება და მისი ვიდეო-ჩანაწერის გასაჯაროება მხოლოდ კანდიდატის სურვილის მიხედვით მოხდება.

გასაუბრებაზე მერობის მსურველები კომისიას თავიანთ სამოქმედო გეგმას და პროგრამას გააცნობენ. შერჩეულ კანდიდატს კომისია საკრებულოს წარუდგენს დასამტკიცებლად.

იმ შემთხვევაში, თუ საკრებულომ წარმოდგენილი კანდიდატი ხმათა უმრავლესობით არ დაამტკიცა, ქუთაისის მერის პოსტზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2031
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია