დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხმაურიანი სხდომა ქუთაისის საკრებულოში
2013/02/27 18:38:27

უჩვეულოდ ხმაურიანად ჩაიარა დღევანდელმა საკრებულოს სხდომამ ქუთაისში. მას შემდეგ, რაც საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან ხვადაგიანმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, საკრებულოს სხდომაზე დასწრების სურვილი ასობით ქუთაისელმა გამოთქვა, თუმცა საშვის აღების მიუხედავად, კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა საკრებულოს სხდომაზე დასწრება ვერ მოახრხეს, რის გამოც მათ ადმინისტრაცულ შენობაში შესვლა უნებართვოდ სცადეს, ამაში მათ ხელი მერიის წინ მობილიზებულმა სამართალდამცავებმა შეუშალეს.

რიგით 28-ე საკრებულოს სხდომაზე დადგენილი დღის წესრიგის სწრაფად განხილვის და დამტკიცების შემდეგ, აწ უკვე ყოფილმა საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან ხვადაგიანმა საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას მისი შემცვლელი, თამაზ მარგველაშვილი წარუდგინა, რომელიც 18 მომხრის მხარდაჭერით საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს.

ხვადაგიანის მარგველაშვილით ჩანაცვლებას მორიგ სპექტაკლს უწოდებს საკრებულოს წევრი მამუკა მღდელაძე და საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას იმერეთის ვიცე-გუბერნატორს გოჩა თევდორაძეს აკისრებს.

მღვდელაძის განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის შტაბის წევრები.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1810
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია