დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საუბარი ლაზიკაზე – ამერიკიდან
2013/05/15 11:46:42

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო მედიასთან საუბარში ლაზიკის პორტის მშენებლობის შეჩერების თემას გამოეხმაურა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი აღნიშნულს უარყოფითად აფასებს:

„ძალიან მაწუხებს ლაზიკას პორტის მშენებლობის შეჩერება. ამ პორტის მშენებლობა რომ არ შეეჩერებინათ, მომავალი წლის დამდეგს ორი ნავმისადგომი ამუშავდებოდა 100 000 ტონის წყალწყვის გემების დასაცლელად. ზუსტად ამ დროისთვის ავღანეთიდან ჯარების გამოსვლის პიკი იქნება. ეს ნავსადგომები კარგად რომ გამოგვეყენებინა ავღანეთიდან ტვირთების წამოღების დროს,  საქართველოს ეკონომიკა გაორმაგდებოდა. ასობით ათასი ადამიანი ცხოვრობს სამეგრელოსა და გურიის სოფლებში, რომლებსაც ახალ პორტში მაღალანაზღაურებადი სამუშაო გაუჩნდებოდათ. სწორედ ამაზე ვთქვით უარი, როდესაც  პორტის მშენებლობა გავაჩერეთ. ამით სააკაშვილს კი არ გაუხეთქეს გული, როგორც ეს ზოგიერთს  ეგონა, არამედ, რეალურად, ათობით ათას ადამიანს დავუხშეთ დასაქმების პერსპექტივა. ჩვენ შეგვეძლო ავღანეთიდან ტვირთის გამოტანის ამერიკულ სქემაში ჩვენი პორტიც ჩაგვერთო, შეგვექმნა დიდი ლოჯისტიკური ცენტრები, ტერმინალები და ა.შ.“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1680
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია