დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერობის მსურველთა რიცხვი იზრდება
2013/05/07 15:06:55

ქუთაისის საკრებულოს ახლადშექმნილ კომისიაში  ქალაქის მერის ვაკანსიაზე უკვე 9 განაცხადია შესული. როგორც კომისიის წევრები ამბობენ, აქტიურობა მაღალია და კონკურსის ვადის დასრულებამდე შესაძლოა რამდენიმე ათეული კანდიდატი დაფიქსირდეს. ჯერჯერობით, არ სახელდება იმ კონკურსანტთა ვინაობა, ვინც უკვე შეიტანა განაცხადი.

სააგიტაციო-საკონკურსო კომისია ქუთაისის საკრებულოში 1 მაისს შეიქმნა. მუდმივმოქმედი კომისია ქალაქის მერის ვაკანტურ თანამდებობაზე მსურველთა განცხადებებს განიხილავს. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე მოხდება მსურველთა განცხადებების მიღება და მათი დახარისხება, შემდეგ კი გაიმართება ინდივიდუალური გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან. განაცხადებების მიღების ბოლო ვადაა 15 მაისი, რის შემდეგაც  კომისია განიხილავს შემოსულ განაცხადებს და გამარჯვებულის კანდიდატურას საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს.

მარი პატარაია

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1776
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია