დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ იზრდება პენსია მხოლოდ თბილისში?
2009/12/25 13:59:31

ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს. „ჩვენ ვითხოვთ საპენსიო მატება მოხდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და არა მხოლოდ თბილისში. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ რატომ უნდა ჰყავდეს თვითმმართველ ქალაქებს პირდაპირი წესით არჩეული მერი“, - აღნიშნა პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი შავგულიძემ.

როგორც მოგეხსენებათ, თბილისის მერმა ცოტა ხნის წინ საპენსიო მატებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომელიც მხოლოდ თბილისის მოსახლეობას ეხება. ქრისტიან-დემოკრატების განცხადებით, მათ ამ ფაქტთან დაკავშირებით საწინაარმდეგო არ აქვთ, თუმცა ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი, რომლის თანახმადაც ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე თანაბრად უნდა მოხდეს სოციალური განვითარება. აქედან გამომდინარე, ისინი ითხოვენ საპენსიო მატება ყველა რეგიონში განხორციელდეს, რათა არ დაირღვეს საპენსიო ასაკის მქონე მოქალაქეების სოციალური თანასწორობის პრინციპი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1906
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია