დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„დროა, „ქართული ოცნება“ სააკაშვილის კრიტიკის პარალელურად თვითკრიტიკაზე გადაერთოს...“
2013/01/22 20:21:07

პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ევროსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ევროსაბჭოს წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ მიმართ უარყოფითად არიან განწყობილნი. ჯაფარიძის თქმით, დროა, „ქართული ოცნება“ სააკაშვილის კრიტიკის პარალელურად თვითკრიტიკაზე გადაერთოს. 

„ევროსაბჭოს წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ მიმართ უარყოფითად არიან განწყობილნი. ამის დასტურია დღევანდელი სხდომაც. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენი გზავნილები და პოლიტიკის მთავარი საკვანძო საკითხები ევროპასა და ამერიკაში ბოლომდე არ არის მიწოდებული. უკმაყოფილებას ადასტურებს ის შეფასებები, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვისმენთ. „ქართული ოცნება“ მარტო სააკაშვილის კრიტიკით კი არ უნდა დაკავდეს, ასევე უნდა დავიწყოთ თვითკრიტიკაც, რადგან უფრო ეფექტური უნდა გახდეს ჩვენი კომუნიკაციები გარე სამყაროსთან. ახლა, აქ ყოფნისას მე ვგრძნობ, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელ მეგობრებს აკლიათ ინფორმაცია და ეს ჩვენი ბრალია“, – განაცხადა თედო ჯაფარიძემ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1674
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია