დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თემურ ცამციშვილი განაჩენს ელოდება
2013/04/26 14:20:15

ამ წუთებში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერიის კულტურის სამსახურის უფროსის თემურ ცამციშვილის სასამართო პროცესი მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ მას ბრალი თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო გასულ თვეში წაუყენეს.

სასამარლოს დარბაზსა და ეზოში იმყოფებიან თემურ ცამციშვილის თანაგუნდელები და მეგობრები.

„ის ბრალდება, რაც თემურს წაუყენეს, აბსურდული და სასაცილოა. ქუთაისს ტრაფარეტსა  და თბილისის ტრაფარეტს შორის 220 კილომეტრია. მაგრამ, მოგეხსენებათ, რომ ქუთაისიც, თბილისიც საკმაოდ დიდი ქალაქებია იმისათვის, რომ დამატებით 15 კილომეტრი გაევლო მანქანას. ქუთაისის მერია ამ საქმეში თავს დაზარალებუად არ ცნობს და არ მესმის, დაზარალებულის არარსებობის შემთხვევაში, რამდენად აქვს სასამართლოს გაგრძელების საფუძველი, ეს ყველაფერი მორიგი ფარსი მგონია. ყველას, ვინც ეს ბრალდება შეთხზა, ვურჩევ კალკულატორის ხმარება ისწავლოს და მანძილი კარგად გადაზომოს. ველოდებით, რომ შედეგი იქნება მისაღები და ბატონ ცამციშვილს არარსებულ ბრალს არ დაუმტკიცებენ,“ – განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა ამირან ძოწენიძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1784
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია