დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიის ყოფილმა თანამშრომლებმა სასამართლოს მიმართეს
2013/07/25 13:24:37

ქუთაისის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში გათავისუფლებული მერი კახიანი ადგილობრივ თვითმმართველობასთან სასამართლო დავაში შედის. მან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

კახიანის განხცადებით, მას სარჩელის მომზადებაში დახმარება არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გაუწია. კახიანს იმედოვნებს, რომ სასამართლო მის სარჩელს მიიღებს და დააკმაყოფილებს.

მერი კახიანი ითხოვს, დაუყოვნებლივ აღადგინონ თანამდებობაზე და გაცდენილი სამუშაო საათები სრულად აუნაზღაურდეს. მისივე განცხადებით, ის უპარტიოა და კლანენს შორის ბრძოლას შეეწირა.  მერიის ყოფილი თანამშრომელი მოითხოვს, შეჩერდეს მერიაში მიმდინარე ე.წ. რეორგანიზაცია და თანამშრომელთა უსამართლო გათავისუფლება.

ამ დროისათვის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მერიიდან გათავისუფლებულმა დაახლოებით 20-მდე თანამშრომელმა მიმართა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1984
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია