დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უფლის სესხი
2010/04/06 13:12:44

ისი­ნი ყველ­გან გვხვდებიან: ქუ­ჩებში, ეკ­ლე­სიებში, ეზოებში, საჯარო და­წე­სებულებების შე­სას­ვლე­ლებში, ტრან­სპორ­ტის გა­ჩე­რებებზე...

 

გვხვდებიან ქარ­სა და წვი­მა­ში, თოვ­ლსა და პა­პა­ნა­ქებაში, ყინ­ვა­სა და მზე­ში. 

გა­მოწ­ვდილ ხელებში წვრილ­მან ხურ­დას ვუყრით: ზოგჯერ - ღვთის ში­შით, ზოგჯერ - ადა­მი­­ნუ­რი თა­ნად­გო­მის, ზოგჯერ - თანმხლების წი­ნა­შე თავ­მო­სა­წო­ნებლად, ზოგჯერ - ისე, ქვე­შეც­ნე­­ლად გაგ­ვექ­ცე­ვა ხელი ჯიბის­კენ...

მაგ­რამ იშ­ვი­­თად აგ­ვიყოლებია მზე­რა გა­მოწ­ვდილ ხელს ზე­ვით და ჩაგ­ვიხედავს დახმა­რების მომ­ლო­დი­ნე თვა­ლებში. იშ­ვი­­თად და­ვინ­ტე­რე­სებულ­ვართ მა­თი პი­როვ­ნებით: ვინ არი­ან, რა ცხოვ­რება აქვთ, რა­ტომ აღ­მოჩ­ნდნენ ქუ­ჩა­ში, რას ფიქ­რობენ ჩვენ­ზე - ანუ, ადა­მი­­ნებზე, რომ­ლებიც მათ ვეხმა­რებით...

უამ­რა­ვი ხალხი, რო­მელ­თაც ყოველ­დღე, ზოგჯერ დღე­ში რამ­დენჯერ­მეც უწევს მათ წინ ჩავ­ლა, სიბრა­ლუ­ლის ობიექ­ტებს კა­ტე­გო­რიების მიხედ­ვი­თაც ჰყოფს - უფ­რო მოხუცებს და ბავ­შვებს ეხმა­რებიან, ჯან­მრთე­ლი, ჯან-ღო­ნით სავ­სე ადა­მ­ია­ნების გაწ­ვდილ ხელს კი გვერდს გა­ღი­ზი­ა­ნებით უვ­ლი­ან: „ხელი აქვს, ფეხი აქვს, გა­ან­ძრი­ოს და იშო­ვის სა­არ­სებო ფულს...“ გა­გიკ­ვირ­დებათ და, ზო­გი­ერ­თის ცრურ­წმე­ნით, მათხოვ­რის­თვის ფუ­ლის მი­ცე­მა ბარა­ქის და­კარ­გვას­თა­ნაც ასო­ცირ­დება, თან ამას ეკ­ლე­სი­უ­რა­დაც ხსნი­ან(?!).

თა­ვის მხრივ, გა­ჭირ­ვებულებიც კა­ტე­გო­რიებად ჰყოფენ იმათ, ვინც მოწყალებას გა­სცემს:

ზა­­რა დ. - ზო­გი, იცით, რო­გორ გვიგ­დებს ფულს? თით­ქოს ეში­ნი­ა, რა­ი­მე სა­სიკ­ვდი­ლო და­ა­ვა­დება არ გა­და­ვა­დოთ. ისე ამ­რე­ზით, ზე­მო­დან ჩა­მოგ­ვიგ­დებენ ხურ­დას, შემთხვე­ვით ხელ­ზე რომ არ შეგ­ვეხონ...

- გად­მოვ­ლენ გაბღენ­ძი­ლები კარ­გი მან­ქა­ნი­დან, ამო­ი­ღებენ სქელ სა­ფუ­ლეს, იჩიჩ­ქნებიან ერ­თი სა­ა­თი, რა­ღა­ცას ეძებენ. ბოლოს, მწვა­ნე დო­ლა­რებს და ქა­ღალ­დის ფუ­ლის გარ­და თუ რა­მე ხურ­და ფულს ნახავენ, დაიყრი­ან ხელ­ზე და ყვე­ლა­ზე წვრი­ლი რაც აღ­მო­აჩ­ნდებათ, იმას გად­მოგ­ვიგ­დებენ...

- ზო­გი გა­ჩერ­დება, ამო­იტ­რი­ა­ლებს ჯიბეს და 5 თეთრს ჩაგ­ვიგ­დებს, ეტყობა, თვი­თო­ნაც ძა­ლი­ან უჭირს...

ითხოვენ და ზოგჯერ მი­ე­ცე­მათ - 5, 10, 20, 50 თეთ­რი, ვის რო­გორ და რი­თაც შე­უძ­ლი­ა, - უმე­ტე­სობა კი მათ უბრა­ლოდ, ჩქა­რი ნაბიჯით უვ­ლის გვერდს. მე იმ იშ­ვი­ათ გა­მო­ნაკ­ლის­თა შო­რის აღ­მოვ­ჩნდი, ვინც ხურ­დის მი­ცე­მას­თან ერ­თად, ცო­ტა ხნით შევ­ჩერ­დი და მა­თი ცხოვ­რებით და­ვინ­ტე­რეს­დი...

ჯერ გა­უკ­ვირ­დათ, ორ წუთ­ში კი ერ­თი ხან­ში­შე­სუ­ლი ქალბატო­ნის ირ­გვლივ რამ­დე­ნი­მე, მა­სა­ვით ლუკ­მა­პუ­რის სა­შოვ­ნე­ლად ქუ­ჩა­ში მდგო­მი ქალბატო­ნი მოგ­როვ­და, - ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს, რა­ზე ვსაუბრობთ, იქ­ნებ, რა­ი­მე დახმა­რებას ვთა­ვა­ზობ, რომ გა­მორ­ჩეთ რა­ი­მე?

- დი­დი ხანია, აქ დგახართ?

- 7-8 წე­ლია უკ­ვე აქ ვზი­ვარ. 65 წლის ვარ, შვი­ლო. ხუთი შვი­ლის დე­და ვარ, სა­მი შვი­ლი მო­მიკ­ვდა, ორი დამ­რჩა, ერ­თი პენ­სი­ო­ნე­რი­ა, მარ­ტოხელა, სამ შვილს ზრდის. აქ იმი­ტომ ვზი­ვარ, 2-3 ლარს თუ გა­ვა­კე­თებ დღე­ში, პუ­რის ფუ­ლი რომ ვი­შო­ვო და მი­ვი­ტა­ნო სახლში.

პირ­ველს მე­ო­რეც აჰყვა.

- წა­მო­დით და ნახეთ, სახლი დან­გრე­უ­ლი მაქვს. ტე­ლე­ვი­ზო­რი გაქ­ვსო - დახმა­რება არ მომ­ცეს, ნახეთ ერ­თი, ჩემს სახლშიც ისე წვიმს, რო­გორც გა­რეთ... ხმის გამ­ცე­მი არ მჭირ­დება? ტე­ლე­ვი­ზორს თუ ჩავ­რთავ სა­ღა­მოს, ვი­ღაც მე­ლა­პა­რა­კება, მგო­ნია. 30 ლა­რი მაქვს დახმა­რება, ის ეყოფა ჩემს ინ­ვა­ლიდ შვილს? რო­გორ ვი­არ­სებო 30 ლა­რად?

და­ნარ­ჩე­ნებიც ახმა­ურ­დნენ, ყვე­ლა თა­ვის პრობლე­მა­ზე იწყებს საუბარს.

- რაცხა ხუთ, ათ თეთრს თუ მომ­ცე­მენ, იგი მეყოფა? ყვე­ლა­ფე­რი უნ­და გა­დაიხადო: სი­ნათ­ლე, გა­ზი, ნა­გა­ვი, წყალი... რომ არ გა­დაიხდი, არ გექ­ნება. მთავ­რობის­გან მგზავ­რობა მე­კუთ­ნის, ომის ინ­ვა­ლი­დის ცო­ლი ვარ და მი­სი პენ­სია და­ნიშ­ნუ­ლი მე მაქვს. მგზავ­რობა მე არ მომ­ცეს, მად­ლი­ე­რების სახლში ვიყავი მი­სუ­ლი - მთე­ლი დღე რომ ვზი­ვარ ქუ­ჩა­ში მში­ე­რი, დღე­ში ერთხელ მა­ინც მა­ჭა­მეთ-თქო, მაგ­რამ არ ჩამ­წე­რეს. ვა­სი­ლე­ვა რომ ვარ გვა­რად, იმი­ტომ?

- მე­ო­მა­რი უნ­და იყო და მოგ­ცე­მენ! - აწყვე­ტი­ნებს სხვა და სა­კუ­თარ პრობლე­მებზე წუ­წუნს, პირ­და­პირ საქ­მე­ზე გა­დას­ვლას ამჯობინებს.

- ჰოდა, და­მეხმა­რე ახლა!

საუბარ­ში სტი­ქა­რო­სა­ნი შო­თა გო­დე­რი­ძე ერ­თვება.

- ასე სხედან მთე­ლი დღე და ჩხუბობენ - არა, მე მომ­ცენ ფუ­ლი, არა მეო. მთავ­რობას ლან­ძღა­ვენ, თვი­თონ რომ არი­ან ასე, მთავ­რობის ბრა­ლი ჰგო­ნი­ათ.

- ვის და­ვაბრა­ლოთ?..

- ყვე­ლა ის გა­ჭირ­ვებული, რო­მე­ლიც ზის ქუ­ჩა­ში, ასე თა­ვის თა­ვის გა­მოა. ეკ­ლე­სია ქა­და­გებს - გა­ან­ძრიე ხელი და შე­ნი ხელით იშო­ვე ლუკ­მა-პუ­რი. ესე­ნი არი­ან დამ­ნა­შა­ვე იმი­ტომ, რომ სხედან და უც­დი­ან, რო­დის მო­ვა დახმა­რება, დახმა­რება კი თა­ვი­სი შრო­მით მო­დის. მე მყავს ნაც­ნობი, რო­მე­ლიც ქვრი­ვი არის, მაგ­რამ ოჯახიც მო­წეს­რი­გებული აქვს და შრო­მის შე­დე­გად თავს ირ­ჩენს, ესე­ნი კი სხედან აქ...

- ამ ასა­კის ხალხმა სად უნ­და იმუ­შა­ოს?

- არის, სპე­ცი­ა­ლუ­რი დახმა­რებები, მაგ­რამ ესე­ნი არ მი­დი­ან. სხვას თუ აძ­ლე­ვენ ამათ არ მის­ცე­მენ? ამათ აწყობთ, რომ ისხდნენ. შე­უძ­ლი­ათ დამ­ლა­გებლა­დაც იმუ­შა­ონ, მაგ­რამ მუ­შაობას ისევ აქ ჯდო­მა ურ­ჩევ­ნი­ათ.

- ანუ, არ უნ­და და­ვეხმა­როთ?

- რა თქმა უნ­და, უნ­და და­ვეხმა­როთ... ეკ­ლე­სია გმობს ასეთ ჯდო­მას, ეკ­ლე­სი­ას უნ­და, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი გა­ი­სარჯოს და იშ­რო­მოს, მაგ­რამ თუ არ არის სხვა სა­შუ­ა­ლება... მე მყავს ბებია და ბაბუა, რო­მელ­თაც აქვთ 80 ლა­რი პენ­სი­ა, ეკო­ნო­მი­უ­რა­დაც მიჰყვებიან ცხოვ­რების წესს, სა­შუ­ა­ლოდ და არა მა­ღალ დო­ნე­ზე  - არც ღა­რიბები არი­ან, არც მდიდ­რები, ჩვე­უ­ლებრი­ვად ცხოვ­რობენ. ასე უცებ არ ყვავ­დება ქვეყანა.

- ეკ­ლე­სია თუ ეხმა­რება ამ ხალხს?

- ეკ­ლე­სი­ა­ში მათ­თვის ხში­რად მო­დის შე­მო­წი­რუ­ლობები, ტან­საც­მე­ლი, რო­მელ­საც ტომ­რებითაც კი ური­გებენ. არის ჰუმა­ნი­ტა­რუ­ლი დახმა­რებები საჭ­მელ­ზე... დრო­თა გან­მავ­ლობაში ხალხს ეზ­რდება გე­მოვ­ნება, მე­ტი და მე­ტი უნ­და.

ამა­სობაში ეკ­ლე­სი­ი­დან გა­მო­სუ­ლი ხალხიც გროვ­დება.

- ვინც „მათხოვარს“ ეხმა­რება, ღმერთს სესხს აძ­ლევს - ამბობს ეკ­ლე­სი­ი­დან გა­მო­სუ­ლი ერთ-ერ­თი ქალბატო­ნი და დახმა­რების მო­ლო­დინ­ში მდგომ ქალბატო­ნებს სა­თი­თა­ოდ უყრის ხურ­დას. მა­თაც თით­ქოს ახსენ­დებათ, რომ მარ­ტო საუბრით, ჩემ­თვის თა­ვის შე­ცო­დებით ბევრს ვე­რა­ფერს გა­მორ­ჩებიან და სა­მუ­შაო „პოსტს“ უბრუნ­დებიან.

- ცხოვ­რება გა­მო­ვას­წო­როთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და ყვე­ლას ეშ­ვე­ლება, - ამბობს იქ­ვე, რამ­დე­ნი­მე წუ­თით შე­ჩე­რებული კა­ცი და გზას გა­ნაგ­რძობს.

ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის ად­გილს უბრუნ­დება - ხელ­გაწ­ვდი­ლი გა­ჭირ­ვებულები ისევ თა­ვი­ანთ ად­გი­ლას სხედან დახმა­რების მო­ლო­დინ­ში, სა­კუ­თა­რი პრობლე­მებით დამ­ძი­მებული გამ­ვლე­ლები კი გზას გა­ნაგ­რძობენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1840
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია