დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ემიგრანტების გამოცდილება ემიგრანტობისთვის გამზადებულებს
2013/04/22 13:15:59

მიგრაციაში მრავალწლიანი ყოფნის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებული ადამიანების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა რეინტეგრაციაა. შინ მყოფი ყოფილი ემიგრანტები მძიმე რეალობის წინაშე დგებიან, აღმოაჩენ რა, რომ სხვა, სრულიად სხვა სამყაროში აღმოჩნდენ და მათთვის ყველა კარი დაკეტილია, რაც თავისთავად უბიძგებს მათ სამშობლოს ხელმეორედ დატოვებისკენ.

ემიგრაციაში მყოფმა ქართველთა გარკვეულმა ნაწილმა ჩამოაყალიბა არასამთავრობო ორგანიზაცია „მიგრაციის ცენრტი“, რომლის მიზანი საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების ხელშეწყობაა, მიზეზი კი – სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, საზოგადოებრივი რეინტეგრაციისას განცდილი პრობლემები და მიგრაციის კუთხით სახელმწიფო პოლიტიკის გაუმართავობაა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მიგრაციის ცენტრი“ 2013 წლის 4 თებერვალს დაფუძნდა. მის დაფუძნებას წინ უსწრებდა 2012 წელს საინიციატივო ჯგუფის შექმნა. რომლის წევრები ემიგრაციაში მრავალწლიანი ყოფნის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტები არიან, რომელთაც არსებული პრობლემების შესახებ კარგად იციან.

ცენტრის წევრები ცდილობენ, თავიანთი გამოცდილება იმ ადამიანებს გაუზიარონ, რომლებიც საზღვარგარეთ სხვადასხვა პროგრამით აპირებენ წასვლას. ამ კონტიგენტს კი, ძირითადად, სტუდენტები და ახალგაზრდები წარმოადგენენ.

სწორედ ამიტომ „მიგრაციის ცენტრის“ წარმომადგენლებმა ორდღიანი ტრეინინგ-სემინარი სახელწოდებით „ინფორმაციული მიგრაცია“, წერეთლის უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის გამართეს. სემინარის ფარგლებში ნაჩვენები იყო ვიდეომასალა უცხოეთში არალეგალურად წასულ მოქალაქეთა გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ.

გიორგი გოგიშვილი, „მიგრაციის ცენტრის“ წარმომადგენელი: „ჩვენი მიზანია, პოტენციურ ემიგრანტებს დავანახოთ საზღვარგარეთ არალეგალურად წასვლის შემდეგ არსებული ვითარება და ის პირობები, სადაც მათ მოუწევთ ყოფნა. ვუხსნით მათ, რომ შეიძლება ისინი სხვადასხვა გარემოებათა მსხვერპლნი გახდნენ. ამიტომ გვინდა, მოვახდინოთ მოქალაქეთა ინფორმირება  ლეგალურ გზებზე, რომლებიც მათ უცხოეთში ყოფნას გაუმარტივებს და წარმატებაში შეუწყობს ხელს.“

საინიცაიტივი ჯგუფის შექმნის დღიდან წარმატებით მიმდინარეობს მუშაობა უცხოეთში დიასპორული ქსელის შექმნაზე. დღეისათვის უკვე ჩამოყალიბებულია გერმანიის, ესპანეთის და იტალიის წარმომადგენლობები. ასევე მიმდინარეობს ქსელის შექმნა აშშ-ს სხვადასხვა ქალაქებში.

„მიგრაცის ცენტრის“ წარმომადგენლებმა უკვე გამართეს შეხვედრები საქართევლოს სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრებ სტუდენტებთან.  გეგმავენ თავიანთი საქმიანობა ფართომაშტაბიანი გახადონ და რაც შეიძლება, მეტი ადამიანის ინფორმირება მოახდინონ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1617
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია