დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ამერიკაში გარდაცვლილ ცნობილ მხატვარს, გულიკო წიკლაურს, მშობლიურ ქუთაისში დაკრძალავენ
ავტორი: ნატო გუბელაძე
2020/01/16 14:49:06

რამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკში გარდაიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მხატვარი გულნარა წიკლაური, სავარაუდოდ გარდაცვალების მიზეზი ინფარქტი და ინსულტი გახდა.


"მოულოდნელად წავიდა ჩვენი გულიკო – უნიჭიერესი შემოქმედი, რომელსაც 20 წლის წინათ დატოვებულ სამშობლოზე ფიქრი არასდროს შეუწყვეტია. ფეისბუკზე მისი პოსტები მუდამ გამოხატავდა შორს დარჩენილი ქვეყნის, ქართული საზოგადოებისადმი გულნარა წიკლაურის მგრძნობიარე და არაორდინარულ დამოკიდებულებას. ზოგჯერ ხისტად და მკაცრად, ზოგჯერ – გულისტკივილით და სევდით,ზოგჯერ – სიხარულით და მონატრებით, მაგრამ ყოველთვის – უდიდესი სიყვარულით, ის მუდამ იყო თავის მშობლიურ ქალაქში, თავის ქვეყანაში და გულწრფელად გამოხატავდა მოქალაქეობრივ სათქმელს.


მის ტილოებს ამერიკაში დიდი აღიარება ჰქონდა, მის გამოფენებს არ აკლდა პროფესიონალთა უმაღლესი შეფასებები, ნაკლებად იცნობდა მხოლოდ სამშობლო. ვერ მოასწრო გულიკომ ქუთაისში დაბრუნება, ახალ ბინაში შესახლება, მშობლიურ ფესვებთან მიახლება…
აღარ დადგა მისი “ხვალ”, აღარ გამოჩნდა მისი “შინ” - ჟურნალისტ ნანული ცხვედიანის ამ ფეისბუქპოსტით გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი ეს ტრაგიკული ამბავი.


გულიკო წიკლაური ამერიკაში წასვლამდე, წლების მანძილზე ქუთაისის  საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი იყო და მთელი ქალაქის დიდი სიყვარულით სარგებლობდა. ის ბოლო 20 წელიწადი აშშ-ში ცხოვრობდა. გულნარა წიკლაურის ნამუშევართა გამოფენები იმართებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ამერიკაში.მისი ნახატები ინახება რუსეთის, აშშ -ს ისრაელის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში, ამერიკის რუსული ხელოვნების მუზეუმში. გულნარა წიკლაური იყო არა მხოლოდ ფერმწერი, არამედ წიგნის ილუსტრატორიც და დიზაინერიც. განსაკუთრებით გამოავლინა თავი როგორც არაჩვეულებრივმა ავეჯის დიზაინერმა.

 

მისი გარდაცვალების შემდეგ, გაჩნდა ტკივილიანი ეჭვი, მოხერხდებოდა თუ არა, გულიკოს ცხედარის საქართველოში გადმოსვენება.

საბედნიეროდ, უკვე ვიცით, რომ ცნობილი ქართველი მხატვრის, გულიკო წიკლაურის ნეშტს, 18 იანვარს ქართული მიწა მიიბარებს, მის მშობლიურ ქალაქ ქუთაისში. მსუბუქი იყოს ეს მიწა ამ დიდებული ქალბატონისთვის!

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1181
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია