დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოში უსახელო გზები და ქუჩები აღარ იარსებებს
2016/02/02 13:21:58

საჯარო რეესტრი ქვეყნის დამისამართების სისტემის სრულყოფას აგრძელებს

 

 

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით დამისამართების პროექტის განხორციელებას აგრძელებს. პროექტი ქვეყანაში სამისამართო სისტემის სრულყოფასა და განვითარებას უწყობს ხელს. სამისამართო რეესტრის მოწესრიგების შემდეგ მოქალაქეებს უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურები მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ, დასახლებულ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები აღარ იარსებებს, ხოლო კონკრეტული მისამართები მარტივად მისაგნები იქნება.

 

ამ ეტაპზე დამისამართების პროცესი ქვეყნის 20 ქალაქშია დასრულებული. აღწერილია ქუჩები და მათი დასახელებები, გზების პარამეტრები და საგზაო ნიშნები, დანომრილია ამ ქუჩებზე მდებარე შენობა-ნაგებობები, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები, იდენტიფიცირებულია მესაკუთრეები, დადგენილია უძრავი ნივთების ტიპები.

 

პარალელურად, თბილისში  მისამართების სისტემური ნუმერაცია და კორექტირება გრძელდება.ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, გლდანის, ჩუღურეთის  და ისნის რაიონებში გასწორებულია მისამართები, რომლებსაც არ ჰქონდა ნუმერაცია და მისამართად მითითებული იყო რაიმე გეოგრაფიული ობიექტი (მიმდებარედ, შორის, გასწვრივ, მოპირდაპირედ და ა.შ).შესაბამისი სამუშაოები კი ამჟამად  მთაწმინდისა და სამგორის რაიონებში მიმდინარეობს.

ასევე გრძელდება ე.წ „იტალიური ეზოების“ ნუმერაციაც. ამ ეტაპზე დიდუბეში, ჩუღურეთსა და ისანში სამუშაოები უკვე დასრულებულია, პროცესი გრძელდება მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში. თბილისში არსებული ობიექტებისთვის მისამართების  კორექტირებისა და მინიჭების პროცესის დამთავრება მიმდინარე წელსაა დაგეგმილი.

 

აღსანიშნავია, რომ არარსებული, გამოტოვებული ან განმეორებული მისამართები გაუგებრობისა და დავის საგანი არაერთხელ გამხდარა. მოქალაქეებს ხშირად ექმნებოდათ პრობლემები ქონების რეგისტრაციის, პირადობის მოწმობის აღების, კომუნალური გადასახადების გადახდის, საფოსტო გზავნილის მიღების და ა.შ. დროს. შეცვლილი მისამართების გამო მაცხოვრებლებს დოკუმენტების ხელახლა აღება ან შეცვლა აღარ უწევთ. ცვლილებების მიუხედავად, საკუთრებისა და მოქალაქეების შესახებ შენახულია, როგორც ძველი, ისე კორექტირებული მონაცემები.

 

დამისამართების სისტემის სრულყოფა ისეთი მომსახურებების ეფექტურად მიწოდებას აუმჯობესებს, როგორიცაა პიროვნების, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, სასწრაფო დახმარება, ფოსტა, სახანძრო თუ სამართალდაცვითი ღონისძიებები და სხვა.  პარალელურად, ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე მონაცემები ელექტრონულ რუკაზე დაიტანება, რაც ქვეყანაში სანავიგაციო სისტემის ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს.

დამისამართების ერთიანი სისტემა მჭიდრო კავშირშია დაზუსტებულიმუდმივად განახლებადისაიმედოსაარჩევნო სიის ფორმირებასთან. პროექტს საჯარო რეესტრი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.

 

2015 წელს დასრულდა იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტისა და აჭარის სამი მუნიციპალიტეტის (ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი) აღწერა-ინვენტარიზაციაც. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, წელს ყველა დასახლებული პუნქტისთვის ქუჩების გეოგრაფიული მდებარეობის და ნუმერაციის პროექტები მომზადდება, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაეცემა.

 

მიმდინარე წელსვე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით, გეგმავს კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის გეოგრაფიული ობიექტების აღწერა–ინვენტარიზაცია და სამისამართო პროექტების მომზადებას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2158
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია