დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კორონავირუსის ახალი შტამის გამო, საქართველო 8 ქვეყნიდან საზღვრის კვეთაზე რეგულაციებს აწესებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/11/30 15:14:31

კორონავირუსის ახალი, აფრიკული შტამის გამო, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რეგულაციები წესდება.


 

ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.

 

ეს ქვეყნებია:


სამხრეთ აფრიკა
ბოცვანა
ზიმბაბვე
ნამიბია
ლესოტო
ესვატინი (სვაზილენდი)
მოზამბიკი
მალავი

 

ასევე, 14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, ამ პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა.

 

მთავრობაში განმარტავენ, რომ საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინე სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაშითავად უცხო ქვეყნის მოქალაქე.

 

საბჭოს გადაწყვეტილება 28 ნოემბრიდან ამოქმედდება.

 

კორონავირუსის ახალი შტამის გამო სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიდან ფრენებზე საგანგებო აკრძალვა დააწესა აშშ- და ევროპამაც.

 

ევროკომისიის სპიკერის, ერიკ მამერის თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბელგიაში კორონავირუსის ახალი სამხრეთ აფრიკული შტამის შემთხვევა დაფიქსირდაამ შტამს მეცნიერებმა უკვე უწოდესომიკრონი.

 

27 ევროპული ქვეყნის ჯანდაცვის წარმომადგენელი ფრენებზე აკრძალვას ერთხმად დათანხმდა

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი შტამი შეშფოთების საგნად გამოაცხადა. მეცნიერები ამბობენ, რომ ახალი შტამი ყველაზე მეტად გავრცელებადია და ასევე, მძიმედ მუტაციურია, რის გამოც, შესაძლოა ვაქცინებმა მის წინააღმდეგ ვერ იმოქმედოს. ახალი ვარიანტი ჯერ კიდევ შესწავლის საგანია.

 

წყარო: www.jam-news.net

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 778
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია