დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„სამართლიანი საქართველო“ სამართალს ითხოვს
2010/03/25 15:52:10

დღეს მოძრაობა „სამართლიანი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის ახალგაზრდა აქტივისტებმა სააპელაციო სასამართლოს შენობის წინ აქცია გამართეს. ისინი 19 მარტს პატრულის მიერ დაკავებული თანაპარტიელის, ნიკეას მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატის, კობა სოხაძის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, ვინაიდან თვლიან, რომ დაკავებული პოლიტიკური შეხედულებების მსხვერპლი გახდა. კობა სოხაძე სამართალდამცავებმა შელაპარაკების გამო დააკავეს და სასამართლომ მას ერთთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

ასევე, კობა სოხაძის ადვოკატი, ციცინო ბაბუნაშვილი, აცხადებს, რომ მან თავად ნახა, როგორ სცემდნენ მისი დაცვის ქვეშ მყოფს პატრულის თანამშრომლები.

„შემიძლია, ამოვიცნო ისინი. საჩივარი უკვე შეტანილი გვაქვს პროკურატურაში და ველოდებით პასუხს,“ - განაცხადა psnews.ge-სთან საუბარში ციცინო ბაბუნაშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1755
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია