დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სექტემბრიდან თამბაქოს ფასი მოიმატებს
2013/07/09 17:14:35

შესაძლებელია, მიმდინარე წლის სექტემბრიდან სიგარეტის აქციზის  ღირებულებამ მოიმატოს.

ამასთავნავე, სიგარეტზე აქციზის გაზრდის გამო, არაა გამორიცხული,  სომხეთიდან სიგარეტის  კონტრაბანდა მოხდეს, აცხადებს JTI Caucasus კორპორაციულ საკითხთა და კომუნიკაციების დირექტორი ნიკოლოზ მჭედლიშვილი. „სომხეთში რეგიონში ყველაზე დაბალი ფასებია,“ -განმარტავს ის. რაც შეეხება გაყიდვებს, მჭედლიშვილი შემცირებას ნაკლებად ვარაუდობს. მისივე თქმით  შეიძლება 2-3%-ით შემცირდეს და იქვე დასძენს, რომ : უბრალოდ ძვირადღირებული სიგარეტიდან ხალხი გადავა იაფ სიგარეტებზე.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე აღნიშნავს, რომ „სახელმწიფოს თამბაქოსგან გამოწვეული ზიანის შემცირება ან მკურნალობა დაახლოებით 3-ჯერ მეტი უჯდება, ვიდრე თამბაქოს ინდუსტრიას შემოაქვს მოგება“.

ცნობისთვის, სექტემბრიდან ფილტრიან სიგარეტზე აქციზი - 15 თეთრით, ხოლო უფილტროზე - 5 თეთრით უნდა გაიზარდოს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1995
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია