დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება
2013/05/01 23:30:30

თბილისში,მანიფესტაციის დროს აქციის მონაწილეებთან ერთად ჟურნალისტების დაკავებასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადება გაავრცელა ჟურნალისტურმა ეთიკის  ქარტიამ. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია დღეს რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინციდენტით, რომლის დროსაც აქციის ორგანიზატორებთან ერთად სამართალდამცველებმა ჟურნალისტებიც დააკავეს, დაკავებულები არიან ტელეკომპანია “მეცხრე არხის” რეპორტიორი ზვიად ხუჯაძე  და ჟურნალ “ლიბერალის” ჟურნალისტი ანი ჭანკოტაძე. ორივე მედიასაშუალება აცხადებს, რომ მათი თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ და ორივე მათგანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს დაკავებისას განუმარტა, რომ ისინი ჟურნალისტები იყვნენ. რუსთაველის გამზირზე ინციდენტის დროს მყოფი ჟურნალისტები სამართალდამცველების მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზეც საუბრობენ.

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს სამართალდამცველ ორგანოებს, იმოქმედონ კანონის შესაბამისად, არ შეუშალონ ხელი მედიის წარმომადგენლებს საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში და დროულად განუმარტონ საზოგადოებას, რა სამართლებრივი საფუძველი ედო ჟურნალისტების დაკავებას. ქარტია იმედს გამოთქვამს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს დაკავებულ ჟურნალისტებს და მოუწოდებს სამართალდამცველებს, შეისწავლონ პოლიციელთა მხრიდან მედიის წარმომადგენელთა უფლების დარღვევის შესაძლო ფაქტები.

 

 

 

 
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1714
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია