დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ამბროლაურში აეროპორტი გაიხსნა
2017/01/14 17:16:20

ამბროლაურში აეროპორტი გაიხსნა, რომლის მშენებლობა უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დასრულდა. ახალმა აეროპორტმა უკვე მიიღო პირველი თვითმფრინავი, რომლის ბორტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმყოფებოდა.


პრემიერმა შეკრებილ მოსახლეობას აეროპორტის გახსნა მიულოცა და აღნიშნა -  "ეს მხოლოდ დასაწყისია".

მთავრობის მეთაური დღესვე, ამბროლაურის აეროპორტის თანამედროვე დიზაინის, სრულიად ახალ სამგზავრო ტერმინალს გახსნის, რომელიც ასევე უმოკლეს დროში აშენდა.

 

ამბროლაურის აეროპორტი პირველ ეტაპზე მცირე ზომის - 15-20 ადგილიან საჰაერო ხომალდებს მოემსახურება. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1 100 მეტრს შეადგენს, ხოლო აეროპორტის ტერმინალის ფართობი 600 კვ.მ.-ია და დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი. პერსპექტივაში გათვალისწინებულია უფრო დიდი ხომალდების მიღების შესაძლებლობა და მგზავრთნაკადის ზრდის შემთხვევაში - ტერმინალის გაფართოებაც.

 

ამბროლაურში აეროპორტის მშენებლობის ინიციატივა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის.

 

მუშაობა 2016 წლის აგვისტოდან დაიწყო. სექტემბერში გაფორმდა ხელშეკრულებები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან, რომლებმაც სამუშაოები უმოკლეს ვადებში შეასრულეს. ოქტომბრის დასაწყისში დასრულებული იყო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაპროექტებული ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. პრემიერი იმ საჰაერო ხომალდის მგზავრი იყო, რომელიც 6 ოქტომბერს, ახლად აშენებულ საფრენ ბილიკზე დაეშვა.

 

"ამბროლაურის აეროპორტი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და გაზრდის რეგიონის სატრანსპორტო მისაწვდომობას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. საქართველოს მასშტაბით, რეგიონული აეროპორტების მშენებლობა, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის, ყველაზე მოცულობითი - სივრცითი მოწყობის კომპონენტის, უმნიშვნელოვანესი ნაწილია და მთავრობა, ამ მიმართულებით, მუშაობას განაგრძობს",- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1811
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია