დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მაღაზიის მეპატრონემ ქუთაისში ოთხი დევნილი დაჭრა
2015/05/19 14:41:20

წუხელ, დაახლოებით ღამის 12 საათზე, თაბუკაშვილის №8-ში, სასტუმრო „მთის ბროლში“ ოთხი  ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

 

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ერთი პირი (მაღაზიის მეპატრონე), ნასვამ მდგომარეობაში, მუქარით შეიჭრა ერთ-ერთი დევნილის ოჯახში და მის მიმართ არსებული ვალის დაბრუნებას ითხოვდა.

 

მდგომარეობის განმუხტვის დროს დაიჭრა 4 დევნილი. ოთხივე მათგანი ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დამნაშავე დაკავებულია, საქმის ძიება ქუთაისის პოლიციის მე-4 განყოფილებამ დანაშაულის შემთხვევისთანავე დაიწყო.

 

როგორც კლინიკური საავადმყოფოს ქირურგი ლევან ტყებუჩავა აცხადებს, ერთი მათგანი გულმკერდის არეში დაჭრილი, მეორე _ გულის და ფილტვის არეში (შემავალი ჭრილობებით), მას ასევე ფეხის არეშიც ჭრილობა მიყენებული. დღეს, დღის პირველ ნახევარში მას ოპერაცია გაუკეთდა.  დანარჩენ ორს ჭრილობები ხელის და ფეხის არეში აქვთ მიყენებული. ლევან ტყებუჩავას თქმით, პაციენტთა მდგომარეობა დღეისათვის სტაბილურია.

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლის, ტატო კუჭავას განცხადებით, ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, 3 პირია დაჭრილი. დაჭრაში ბრალდებული ადგილზევე აიყვანეს სამართალდამცავებმა. გამოძიება მიმდინარეობს 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

 მანანა ლეშკაშელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2774
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია