დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩილ გოგსაძე სოფელ ფერსათის მოსახლეობას შეხვდა (R)
2017/09/16 23:24:40

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, არჩილ გოგსაძე, საარჩევნო კამპანიის ფარლებში,

სოფელ ფერსათის მოსახლეობას შეხვდა.

„სოფელ ფერსათის უბნებში შიდასასოფლო გზებია მოსაწესრიგებელი, ჩემი

არჩევის შემთხვევაში, გამოვთქვამ მზადყოფნას პრობლემების გადასაწყვეტად,

თუმცა ხარისხიანი და ფუნდამენტური სამუშაოების შესრულებას დრო

დასჭირდება“, - განუცხადა გოგსაძემ ამომრჩეველს.

მერობის კანდიდატმა მოსახლეობის წყალმომარაგებით უზრუნველყოფაზეც

ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი ადგილობრივებისთვის სასიცოცხლოდ

მნიშვნელოვანია. მისი თქმით, პრობლემის მოგვარება უკვე დაწყებულია, რაც

ბოლომდე იქნება მიყვანილი.

„ასევე ყურადღება მიექცევა გარე განათებას. გპირდებით, რომ ყველა თქვენგანს

გვერდით დავუდგები და თქვენი პრობლემების გადაჭრაში დავეხმარები“, -

განაცხადა ბაღდათის მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2606
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია