სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის'' ფარგლებში, 30 ნოემბერს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლის სამოქალაქო კლუბმა "ორთოდოქსები" მოამზადა ქალაქის გამგებლის სახელზე პეტიცია და მოაწყო აქცია მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიასთან, პეტიციის ავტორები და აქციის მონაწილეები ადგილობრივ თვითმმართვლობას სკოლამდე მისასვლელი ხიდის აღდგენა –რეაბილიტაციას სთხოვენ, რომელიც მოსწავლეების გადაადგილებისთვის საფრთხის შემცვლელია.