დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელი ე.წ "კუკუშკა" ლიანდაგიდან გადავიდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/02/17 14:58:10

ბორჯომში, არდაგნის დასახლებაში, ე.წ. "კუკუშკა" ლიანდაგიდან გადავიდა. მატარებელს მგზავრები გადაჰყავდა.შემთხევა დღეს,დაახლოებით  12:00 საათზე მოხდა - ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის ადგილობრივი ტელევიზია ავრცელებს.


თვითმხილველების განცხადებით, მატარებელი მოსახვევში სწრაფად შევიდა, რის გამოც ვაგონი რელსიდან გადავიდა. მემანქანე კი განმარტავს,რომ  შემთხვევის მიზეზი მოძველებული ინფრასტრუქტურაა.



"დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში იყო მოძრაობა შეწყვეტილი. ამ დროისთვის მატარებლების რეისები აღდგენილია. ყველა მგზავრს დაუბრუნდა ბილეთის საფასური. მათ შევთავაზეთ ალტერნატიული ტრანსპორტით დანიშნულების ადგილამდე მიყვანა" - ამბობენ საქართველოს რკინიგზაში.



შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მგზავრებს ან მემანქანეს სხეულის დაზიანება არ მიუღიათ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1486
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია