დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ღვინის სამყარო
მსოფლიო ღვინის ფესტივალები და ბაზრობები 2017წელს
2017/01/06 16:22:36

ყოველწლიურად სულ უფრო დატვირთული და მრავალფეროვანი ხდება მსოფლიოს ღვინის ფესტივალების, ბაზრობებისა და საერთაშორისო დეგუსტაციების კალენდარი. წელსაც, არაერთი ასეთი ღონისძიება გაიმართება, რომელშიც ქართველი მეღვინეებიც მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას.


წელიწადს ტრადიციულად ნატურალური ღვინის ფესტივალები ხსნიან – La Dive Bouteille და Les Penitentes, ანჟერსა და სომიურში (30–31 იანვარი). 18-19 თებერვალს Boston Wine Expo ჩატარდება, 7 მარტს კი FoodEX Japan გაიხსნება ტოკიოში. RAW-ლონდონი 12–13 მარტს გაიმართება (RAW–ს ფესტივალები გაიმართება ასევე ბერლინსა და ნიუ იორკში, ნოემბრის თვეში), ხოლო წლის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანეს ღონისძიებად კვლავინდებურად რჩება დიუსელდორფის Prowein (19–21 მარტი), სადაც ტრადიციულად ძალზე წარმომადგენლობითი ჯგუფი მიემგზავრება ხოლმე საქართველოდან.

 

9–12 აპრილს ვერონაში Vinitaly–ა, ხოლო 12–14 აპრილს იაპონია კიდევ ერთ დღესასწაულს უმასპინძლებს – Wine and Gourmet. 7–8 მაისს ლონდონში ნატურალური ღვინოების წლის ყველაზე მასშტაბური ფორუმი გაიმართება – The Real Wine Fair. 2 კვირის შემდეგ ლონდონშივე გაიმართება მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული The London Wine Fair (22-24 მაისი).


საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იქნება წლევანდელი ბორდოს Vinexpo (18–21 ივნისს), რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს ღვინის ცივილიზაციის გრანდიოზული ცენტრი გაიხსნება, სადაც განსაკუთრებული ადგილი ექნება დათმობილი საქართველოს. ასევე უნდა აღინიშნოს, 20–23 ოქტომბერს ბელგიაში დაგეგმილი Megavino.


ცალკე უნდა შევეხოთ ჩინეთში გასამართ ღონისძიებებს. მოგეხსენებათ, ბოლო წლების მანძილზე ჩინეთი ქართული ღვინისთვის ერთ–ერთ წამყვან საექსპორტო ბაზრად იქცა და ამიტომაც ქართული კომპანიები სულ უფრო მეტ რესურსს მიმართავენ ამ ქვეყნისკენ. 23–25 მარტს ჩვენი მეღვინეები ჩენგდუს China Food& Drink Fair–ს ეწვევიან, 29 მარტს პეკინის CCPIT–ს ღონისძიებას, 14–16 ნოემბერს კი Prowine Shanghai–ს.


ყოფილი სოც–ბანაკის ქვეყნებში დაგეგმილი ღონისძიებიდან ვილნიუსის Vyno Dienos უნდა გამოვყოთ (5–6 მაისი) და პოლონეთის Enoexpo (15–17 ნოემბერი).


საქართველოში ტრადიციულად, მაისის მეორე შაბათს (13 მაისს, მთაწმინდის პარკში) უკვე მერვეჯერ გაიმართება „ღვინის კლუბის“ მიერ ორგანიზებული „ახალი ღვინის ფესტივალი“, 9–11 ივნისს ასევე ტრადიციული WinExpo Georgia და შემოდგომაზე, ალბათ კვლავ გაგრძელდება ახლადსაფუძველჩაყრილი „ქართული ღვინის კვირეული“.


წლის განმავლობაში ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართება ნიუ იორკში, ლონდონში, ჩენგდუში, ჰონგ კონგში, პეკინში, შანხაიში და ჩინეთის სხვა ქალაქებში, ვილნიუსში, რიგაში, ტალინში, სინგაპურში, სან ფრანცისკოში, ვაშინგტონში, ლოს ანჯელესში, კრაკოვში, ვარშავაში, ასევე ტოკიოში, ოსაკაში, საპოროშ, ნაგოიასა და ფუკუოკაში.


სრულად ჩამონათვალი იხ. აქ.


წყარო:  საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 10053
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია