დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შეხვედრა რეზო რობაქიძესთან
2015/10/23 19:11:51

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევართა კლუბის წევრები იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ რეზო რობაქიძეს შეხვდნენ.

 

შეხვედრა ქუთაისის იუსტიციის სახლის შეხვედრების დარბაზში შედგა.


ბატონმა რეზომ სპეციალურად კლუბის წევრებისთვის პრეზენტაცია მოამზადა, რომელიც ოლიმპიადის ისტორიას და ოლიმპიადებში ქართველი სპორტსმენების წარმატებებს ეხებოდა. პრეზენტაციის შემდეგ ოლიმპიადის თემაზე მინი ვიქტორინა ჩაატარა, ვიქტორინაში გამარჯვებულებს წიგნები გადასცა. თუმცა, სიმბოლური საჩუქრებით კლუბის ყველა წევრი დაასაჩუქრა.


შეხვედრაზე გაჩნდა ინიცაიტივა, რომ ჭადრაკში მოეწყოს შეჯიბრი, რომელსაც ორგანიზებას იმერეთის ოლიმპიური კომიტეტი და ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევართა კლუბის წევრები გაუწევენ.


 

ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევართა კლუბი პროექტის ,,ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა’’ ფარგლებში შეიქმნა და მასში 14-18 წლამდე მოზარდები გაწევრიანდნენ, პროექტსახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. პროგრამის ადმინისტრირებას იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახდენს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2481
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია