დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არ გადაიხადო ერთი ლარი! – სადეზინფექციო აფიორა ქუთაისში
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/04/04 13:21:17

რამდენიმე კვირაა, რაც ქუთაისში ე.წ. სადეზინფექციო სამსახურის "ბრიგადის" თანამშრომლები დადიან და მოსახლეობიდან, ვითომდა სადეზინფექციო მომსახურებისთვის, თანხას კრებენ.


ეს ადამიანები ოჯახში მისულ მოსახლეობას ეცნობიან, როგორც ოფიციალური სადეზინფექციო სამსახურის "ბრიგადის" წარმომადგენლები და კორპუსებში ტარაკნების და ვირთხების  საწინააღმდეგო სადეზინფექციო სამუშაოს შესრულებისთვის ოჯახიდან 1 ლარს იღებენ, მეტი დამაჯერებლობისთვის კი ქვითარსაც ტოვებენ. 

 

აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლებმა ერთ-ერთ ოჯახში მისვლისას აღნიშნეს, რომ მათი ოფისი ორახელაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. თუმცა საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ ეს, ე.წ. სადეზინფექციო ფირმა ასპინძაშია დარეგისტრირებული. ამასთან, ქვითარზე მითითებულ ტელეფონის  ნომერზე დაკავშირება ვერ ხერხდება.

 

აღნიშნულ სამსახურთან ყოველგვარ ურთიერთობას უარყოფს მერიის დასუფთავების სამსახური. როგორც მისმა უფროსმა თამაზ დეისაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ეს ჩვეულიბრივი თაღლითობა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა.


„არანაირ კავშირში ეს ფირმა მერიის დასუფთავების სამსახურთან არ არის. უფრო მეტიც, ჩვენმა სამსახურმა ამ თაღლითობის წინააღმდეგ აქტიური კამპანია დაიწყო. მივდივართ ყველა ტერიტორიულ ორგანოებში და მოსახლეობას ვაფრთხილებთ, რომ მათ მახეში არ გაებან. ადგილობრივებმა კარგად იციან, რომ ჩვენს მიერ დასუფთავების მოსაკრებლის ხელზე აღება არ ხდება. ყველა თანხა ბანკში ირიცხება, მაგრამ მათ თანხას მაინც უხდიან. ამიტომ გვინდა თქვენი საშუალებითაც კიდევ ერთხელ გავაფრთხილო მოსახლეობა, რომ ეს არის მორიგი აფიორა. საგულისხმოა ის ფაქტის, რომ როგორც კი ამ სამსახურის წარმომადგენლებს ჰკითხავენ, ვინ არიან და რეალურად რა სამსახურია, ეგრევე გარბიან, მოსახლეობა მათ დაკავებას ვერ ახერხებს,“ – განაცხადა თამაზ დეისაძემ.

psnews.ge-აღნიშნულ თემაზე მუშაობას აგრძელებს, ვრცელ მასალას გაზეთ "p.s."-ის მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3212
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია