დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელი მოსწავლის წარმატება ფიგურულ ციგურაობაში
2016/06/02 14:33:29

ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, სწავლასთან ერთად, ხელოვნებასა და სპორტშიც ცდიან თავიანთ ძალებს. ამ სფეროშიც გვყავს წარმატებულნი. მათ შორის ერთ-ერთია IV კლასის მოსწავლე ნანო მსხვილიძე.


იგი ფიგურულ ციგურაობაში 2012 წლიდან ვარჯიშობს და, შეიძლება ითქვას, უკვე წარმატებულიცაა. სხვადსხვა დროს იყო საქართველოს ჩემპიონატის მეორე ადგილის პრიზიორი, საქართველოს ჩემპიონი, 2015 წელს ბუდაპეშტში გამართული ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი.

ახლახან ბათუმში გამართულ საქართველოს ჩემპიონატში ნანო მსხვილიძემ მესამე ადგილი დაიკავა. მასზე დიდ იმედებს ამყარებს საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია.

 

ვუსურვებთ ნანო მსხვილიძეს შემდგომ წარმატებებს სწავლასა და სპორტში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 13370
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია