დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა უნდა გააკეთოთ გამოცდაზე უკეთესი შედეგის მისაღწევად
2015/04/15 10:14:08

საგანმანათლებლო პორტალი “examtime” გთავაზობთ რამდენიმე საკეთესო რჩევას, რომელიც დაეხმარება თქვენს ტვინს, გაცილებით სწრაფად და იოლად დაიმახსოვროს მიღებული ინფორმაცია და უკეთეს შედეგებს მიაღწიოთ გამოცდებზე.

 

1. გასეირნება გამოცდის წინ – მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ვარჯიშს მეხსიერების გაუმჯობესება და ტვინის შესაძლებლობების ზრდა შეუძლია. კვლევამ, რომელიც ილინოისის უნივერსიტეტის დოქტორმა ჩაკ ჰილმანმა ჩაატარა, აჩვენა, რომ 20 წუთიან ვარჯიშს, გამოცდის დაწყების წინ ,ჩვენი პროდუქტიულობის ზრდა შეუძლია.

2. ილაპარაკე ხმამაღლა, ჩუმად კითხვის ნაცვლად – მერე რა, თუ ცოტა გიჟი შეიძლება ეგონო ვინმეს? სცადე, შენი რა მიდის?! თავადაც გაკვირვებული დარჩები, თუ როგორ რეალურად დაგეხმარება ხმამაღლა წაკითხვა, რომელიც 50%-ით გაზრდის დამახსოვრების შანს. აქვე ერთი გაფრთხილება: ნუ მიმართავთ ამ მეთოდს გადაჭედილ ბიბლიოთეკაში!

3. დააჯილდოვე საკუთარი თავი – სწავლის პროცესის დროს, საკუთარი თავის წახალისების მრავალი მეთოდი არსებობს. მაგალითად, შეგიძლია, მოტივაცია სასუსნავებით აიმაღლო და თითოეული წაკითხული აბზაცის შემდგომ ტკბილეული მიირთვა.

4. ასწავლე სხვას, რაც შენ ისწავლე – საკუთარი ცოდნის ყველაზე კარგი შემოწმება, სხვისთვის სწავლებაა. თუ პითაგორას თეორემის სწავლის მსურველს ვერავის გამონახავ, შეგიძლია, აუდიტორიად ნივთები, ან სათამაშოები გამოიყენო.

5. დაიმახსოვრე ასოციაციებით – წაკითხულის დამახსოვრება ასოციაციური კავშირებით, არა მხოლოდ ადვილად დამახსოვრებას უწყობს ხელს, არამედ ავითარებს კრეატიულობას და ინტელექს. აქვე, დავძენ სტივ ჯობსის ცნობილ ფრაზას: “კრეატიულობა, მოვლენების დაკავშრებას გულისხმობს. კთხვაზე, თუ როგორ შექმნეს რამე, კრეატიული ადამიანები თავს უხერხულად გრძნობენ, რადგან მათ იმდენად არ შეუქმნიათ რაიმე ახალი, რამდენადაც დაინახეს განსხვავებულად.”

ე.წ. გონებრივი რუკები, ანუ ჩვენს ენაზე, “აბლაბუდა”, იდეების დაკავშირების ყველაზე მარტივი გზაა. მეთოდი ვიზუალურად აკავშირებს მრავალ დეტალს ერთმანეთთან.

6. გამოიყენე დიაგრამები – დიაგრამების დახაზვა დაგეხმარებათ იმ ინფორმაციის ადვილად წარმოდგენაში, რისი ახსნაც ძნელია. ამ საშუალებით, თქვენს მეხსიერებაში ჩაიბეჭდება ვიზუალური ინფორმაცია, რომელიც გამოცდაზე უკეთ გაგახსენდებათ.

7. ინგლისურად კითხვისას, Times New Roman ყველაზე სრაფად კითხვადი ფონტია – სწორედ ამიტომაცაა, რომ ბევრი პროგრამის ძირითად ფონტად სწორედ Times New Roman-ია დაყენებული.

8. გამოიყენე სპეციალური აპლიკაციები, რომლებიც საიტებს დაგიბლოკავს – აპლიკაციები, როგოიცაა SelfControl App, გაძლევთ საშუალებას, დაბლოკოთ “გამცდენი” საიტები სწავლისათვის განსაზღვრული დროით.

9. უყურე დოკუმენტურ მასალას სასწავლო თემაზე – დოკუმენტური ფილმების ყურება გასართობი და ამავე დროს, თემის მოკლე დროში მიმოხილვის საუკეთესო საშუალებაა. დოკუმენტური მასალა დაგეხმარება თემის მთავარი დეტალების უკეთ დამახსოვრებაში. დამატებითი მასალის მოძიებისთვის კი შესაძლებელია,შექებაც დაიმსახუროთ

10. Google-ის საძიებო სისტემის პროფესიონალური გამოყენება – ძიებისას დროს არ დაკარგავ, თუ Google-ის უდიდეს საძიებო სისტემას კარგად აითვისებ.

11. გააკეთე კითხვარი ბარათები – საკუთარი თავის შემოწმების მიზნით, გააკეთე საგამოცდო ბარათები და ივარჯიშე პასუხებში. ამაში საიტი, https://www.examtime.com/en დაგეხმარებათ.

12. გააკეთე რეგულარული პაუზები სწავლის დროს – როცა ტვინი ბევრს მუშაობს, აუცილებელია მოკლე, რეგულარული პაუზების აღება, რათა ტვინმა უკეთ დაამუშაოს ინფორმაცია და ამასთან, ფოკუსირებაც უკეთ შეძლოთ. ყოველ 45-50 წუთიანი სამეცადინო პერიოდის შემდეგ, როცა შეატყობ, რომ კონცენტრაცია გიჭირს, აიღე მინი პაუზა და შეისვენე. 1.5 საათიანი გადაბმული მეცადინეობის შემდეგ ახალი ინფორმაციის აღქმა ვეღარ ხდება.

13. უსმინე სათანადო მუსიკას – შეარჩიე სწავლისათვის ოპტმალური მუსიკალური ფლეილისტი ან გაეცანი სტატიას, თუ როგორ შეარჩიო უკეთ: https://www.examtime.com/blog/music-for-studying/

14. ხშირად ცვალე სასწავლო გარემო – ხშირად ნაცნობ, კომფორტულ ადგილზე სწავლას ვამჯობინებთ, თუმცა უკეთესი შედეგის მისაღებად, რეკომენდირებულია, გარემოს ცვალებადობა.

15. ივრაჯიშე, ივარჯიშე, ივარჯიშე… – პოტენციური საგამოცდო კითხვების საკუთარი დასმითა და პასუხით, ტვინს ინფორმაციის გადამუშავებას გაუადვილებ. ეცადე, სიტუაცია მაქსიმალურად მიამსგავსო, საგამოცდო გარემოს და შენი ცოდნა გამოსცადო. შეგიძლია პროგრამა New Quiz Tool-იც დაიხმარო.

16. ნუ გაათენებ გამოცდის წინა ღამეს – ეცადე, გამოცდის წინა ღამეს კარგად გამოიძინო. ძილის დროს შენი ტვინი ნასწავლი ინფორმაციის ასიმილაციას ახდენს, ამიტომ, სრულყოფილი ძილი რთული მათემატიკური ფორმულების დამახსოვრებაში დაგეხმარება.

17. აღმოაჩინე სწავლის ახალი მეთოდები – ახალი მეთოდების მოძიება-გამოცდით, თქვენთვის საუკეთესო მეთოდს მიაგნებ. დაიხმარე ტექნიკაც, მაგალთად ვიდეოები, გადმოწერე ლექსიკონის აპლიკაციები და სხვა.

18. გემოიყენე რაიმე სურნელი, ან სურნელოვანი კევი – რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, თუ სწავლისას უცნაური სურნელის სპრეის გამოიყენებთ და შემდგომ გამოცდის წინაც ამ სუნს შეისხურებთ, მეხსიერება აღადგენს მოგონებებს, რომელიც ამ სუნს უკავშირდება. იგივე ეფექტის მიღწევა შეიძლება სურნელოვანი კევიც დაღეჭვისასაც.

19. ისწავლე ჯგუფთან ერთად – ჯგუფის შემადგენლობაში სწავლისას საკითხს სულ სხვა კუთხიდან შეხედავ. ჯგუფის წევრებთან ინტერაქცია რესურსების გაზიარებასა და იდეების განხილვაში დაგეხმარება.

20. მიმართე მედიტაციას – კვლევებმა აჩვენა, რომ მედიტაცია სტუდენტებს ფოკუსირებაში ეხმარება. ერთი მხრივ, იგი დაგეხმარება სწავლაზე კონცენტრაციაში და მეორე მხრივ, მოგიხსნის წინასაგამოცდო სტრესს, როგორც მენტალურს, ასევე ფიზიკურს.

და ბოლო რჩევა იქნება შემდეგი: იყავი მშვიდად! პოზიტიურ დამოკიდებულებას სასწაულების მოხდენა შეუძლია! მაშინაც კი, როცა ძილს არაფერი გირჩევნია, კარგი განწყობა მოტივაციას შეგმატებს და ნიშნების გაუმჯობესებაში დაგეხმარება.

წყარო: examtime.com

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2657
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია