დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თამარ ხულორდავა საქართველოში ჰოლანდიის სამეფოს ელჩს, იოს დოუმას შეხვდა
2017/01/28 17:24:45

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავასაქართველოში ჰოლანდიის სამეფოს ელჩს, იოს დოუმას შეხვდა.

 

შეხვედრაზე, მხარეებმა ევროინტეგრაციული პროცესების მიმდინარეობა და საქართველოს ევროპულ გზაზე არსებული გამოწვევები მიმოიხილეს

 

ასევე, განიხილეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობა, როგორც საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით, ისე საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით.

 

მხარეებმა, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტისა და ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის შეხვედრების მიმდინარეობის შესახებ და საქართველოსთვის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში, პარტნიორ ქვეყნებთან სტრატეგიული თანამშრომლობისა და მათი მხრიდან გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ, სტუმარს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობის სამომავლო გეგმები გააცნო. მათ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, მათ შორის, კომიტეტის აპარატის შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებში.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1885
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია