დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
“ევროპული საქართველო" - ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა შემცირდა
2017/02/03 12:53:31

“ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა შემცირდა: ხალხი გაღარიბდა, შემცირდა ოჯახების შემოსავალი” - განაცხადეს „მოძრაობა თავისუფლებისათვის - ევროპული საქართველო“-ს წევრებმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ორაკლი აბესაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 

 მათივე თქმით, ეს მდგომარეობა ივანიშვილის მთავრობის მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რამაც გამოიწვია ფასების ზრდა ფართო მოხმარების საგნებზე, ეკონომიკური ზრდის შეჩერება და ეკონომიკური კრიზისი, სოციალურ და ეკონომიკურ ფონის გაუარესება და  უმუშევრობგაზრდა.

 

როგორ გაღარიბდება ქვეყანა და მისი მოქალაქეების უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში, ჩანს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან, რომ სულ უფრო ძვირდება სურსათი, მედიკამენტები და ტრანსპორტი.

 

იმის ნაცვლად, რომ დაეწია გადასახადები და ამით შვება მიეცა ხალხისთვისაც და ბიზნესისთვისაც, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, მთავრობამ გადასახადები აწია ბენზინსა და დიზელზე, რასაც საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ ჯიბეზე გრძნობს.

 

ძირითად სამომხმარებლო პროდუქციაზე და ტრანსპორტზე ფასების ზრდა კიდევ უფრო დაჩქარდა, რაც დადასტურდა ეროვნული ბანკის განცხადებით, რომ „აღსანიშნავია სამომხმარებლო ფასებზე აქციზის ზრდისა და გაცვლითი კურსის ცვლილების გავლენა.“

 

ბიძინა ივანიშვილის მთავრობის უგუნური და მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად:

 

- მთავრობამ გაზარდა გადასახადები, აქციზი და, შესაბამისად, გაძვირდა ბენზინი, დიზელი, გაზი;

 

- ამ ნაბიჯმა დააჩქარა ფასების ზრდა ფართო მოხმარების საგნებზე, როგორიცაა პროდუქტი, მედიკამენტი, რაც ისედაც ძვირდებოდა ლარის დევალვაციის ფონზე, ასევე გაძვირდა ტრანსპორტი;

 

- მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა აჩერებს ეკონომიკურ ზრდას და აღრმავებს ეკონომიკურ კრიზისს;

 

- დაბალი ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო აუარესებს სოციალურ და ეკონომიკურ ფონს და ზრდის უმუშევრობას.

 

ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჯიუტად უარს ამბობს გადასახადების შემცირებასა და საბიუჯეტო ხარჯების ფლანგვის პრაქტიკის დასრულებაზე, რაც ასეთი ეკონომიკური კრიზისის დროს აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯებია“ - განაცხადეს „მოძრაობა თავისუფლებისათვის - ევროპული საქართველო“-ს წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9057
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია