დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სერგი კაპანაძე - გვინდა, რომ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით პარლამენტმა ერთი რეზოლუცია მიიღოს
ავტორი:
2018/მარტი/06 17:00:02
../photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/kapanadze_cd6e4.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/481661-sergi-kapanadze-gvinda-rom-archil-tatunashvilthan-dakavshirebith-parlamentma-erthi-rezolucia-miighos.html", "headline": "სერგი კაპანაძე - გვინდა, რომ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით პარლამენტმა ერთი რეზოლუცია მიიღოს", "datePublished": "2018-03-06 12:53:05", "dateModified": "2018-03-06 12:53:05", "description": "გვინდა, რომ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით პარლამენტმა ერთი რეზოლუცია მიიღოს, - ამის შესახებ „ევრ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/kapanadze_cd6e4.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } გვინდა, რომ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით პარლამენტმა ერთი რეზოლუცია მიიღოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

როგორც დეპუტატმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სასურველი იქნება, თუკი რეზოლუციასთან დაკავშირებით კონსულტაციებში სხვა პარტიებიც ჩაერთვებიან.

“მთავარი არსი რეზოლუციციისა, რომელიც “ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტს წარუდგინა, მდგომარეობს იმაში, რომ ერთი მხრივ, იყოს დაგმობილი ის ქმედებები, რომლებიც ბოლო პერიოდში ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კონკრეტულად ეს არის სიცოცხლის ხელყოფა ჩვენი მოქალაქის, მანამდე ანალოგიური ქმედება იყო გიგა ოთხოზორიასთან მიმართებაში, დაგმობილი უნდა იყოს ადამიანების გატაცებები და ა.შ. მეორე მხრივ, ჩვენ ვთავაზობთ პარლამენტს, რომ შემუშავებული იყოს კონკრეტული ინსტრუმენტი, რომელსაც მომავალში ექნება პრევენციული ხასიათი. ანუ ჩვენი იდეა არის, რომ ეს სია შექმნას საქართველოს მთავრობამ და ამ სიაში მოახვედროს ეჭვმიტანილები. მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის სანქციები, რომელიც უნდა იყოს ამ ადამიანების მიმართ განხორციელებული, უნდა მოიცავდეს ერთი მხრივ, სავიზო შეზღუდვებს ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ფინანსურ ტრანზაქციებზე შეზღუდვებს და ასევე მიგვაჩნია, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ეს და წინა ხელისუფლება ატარებდა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით შეთავაზებების სახით, ოკუპირებულ ტერიტიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის, ასეთი ტიპის ადამიანებზე არ გავრცელდეს. ეს არის მოკლე ფაბულა იმ რეზოლუციის რომელსაც გთავაზობთ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს და გვინდა, რომ პარლამენტმა მიიღოს ერთი რეზოლუცია, რომელშიც ყველა ეს იდეა იქნება ასახული“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე პარლამენტში ორი, “ქართული ოცნების“ და „ევროპული საქართველოს“ რეზოლუციებია ინიცირებული.

თემა: არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ცხინვალში არჩილ თალაკვაძე - იმედი მაქვს, მოვამზადებთ რეზოლუციის პროექტს, რომელიც გამოხატავს ერთიან ძლიერ პასუხს არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 723
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია