დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ქართული ოცნება" - გიორგი მარგველაშვილი არც ერთი პარტიის წევრი არასდროს ყოფილა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/22 15:30:04
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" განმარტებით, გიორგი მარგველაშვილი არც ერთი პარტიის წევრი არასდროს ყოფილა.
როგორც დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურის ფროსმა, თინათინ მჟავანაძემ განაცხადა, მარგველაშვილი 2003 წელს ზურაბ ჟვანიას გვერდით მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში. 2004 წელს, როდესაც შეიქმნა კოალიცია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", მან უარი განაცხადა საარჩევნო სიაში ყოფნაზე.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე-ჟვანია, რომლის განმარტებითაც, გიორგი მარგველაშვილი ზურაბ ჟვანიას გვერდით ნამდვილად იდგა.
"გიორგი გამოჩნდა უკვე ზურას ოპოზიციაში ყოფნის დროს. მაშინ ისინი ინტენსიურად მეგობრობდნენ. რევოლუციის წინ რომ არჩევნები იყო, გიორგი მარგველაშვილი ზურას თხოვნით იყო საარჩევნო სიაში, ხოლო რევოლუციის შემდეგ, მან დისტანცირება გააკეთა და 2004 წელს აღარ იყო მათ გვერდით. არ ვიცი რატომ მოხდა ასე", - განაცხადა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ.
რაც შეეხება "დემოკრატიულ მოძრაობასთან" ურთიერთობას, თინათინ მჟავანაძის განმარტებით, მარგველაშვილი არც ამ გამგეობის წევრი ყოფილა.
"ის მხოლოდ 2008 წელს არასამთავრობოების მიერ დაარსებულ არასამთავრობო ორგანიზაციის "დემოკრატიული ფონდის" დამფუძნებელთა შორის ირიცხებოდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამჟამად არც აღნიშნულ ორგანიზაციაში ფიგურირებს მარგველაშვილის გვარი", - განაცხად თინათინ მჟავანაძემ



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1189
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია