დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
Fox News-ის ვებ-გვერდზე გიორგი კვირიკაშვილის წერილი გამოქვეყნდა
ავტორი:
2018/მაისი/24 10:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/pensikvirika.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494792-fox-news-is-veb-gverdze-giorgi-kvirikashvilis-tserili-gamoqveynda.html", "headline": "Fox News-ის ვებ-გვერდზე გიორგი კვირიკაშვილის წერილი გამოქვეყნდა", "datePublished": "2018-05-24 06:24:01", "dateModified": "2018-05-24 06:24:01", "description": "საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი Fox News-ის ვებ-გვერდზე წერილს აქვეყნებს სათაურით „...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/pensikvirika.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი Fox News-ის ვებ-გვერდზე წერილს აქვეყნებს სათაურით „აშშ-საქართველოს სავაჭრო შეთანხმება ამერიკისთვის სამუშაო ადგილებს შექმნის და ენერგოუსაფრთხოებას გააუმჯობესებდა“.

„მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნები მუდმივად ცდილობენ გააძლიერონ ეროვნული წარმატების საფუძვლები: უსაფრთხოება და ვაჭრობა. ჩემს ქვეყანაში საქართველოში უსაფრთხოება და ვაჭრობა პირდაპირ გავლენას ახდენენ ამერიკის ეროვნულ ინტერესებზე. ჩემი დისკუსიები ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებთან და ვაშინგტონში კანონმდებლებთან ფოკუსირებულია ამ ორ მნიშვნელოვან სფეროში ჩვენი საერთო ინტერესების წინ წაწევაზე. ასი წლის წინ საქართველომ თავისი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა აღადგინა. დამოუკიდებლობა, რომელიც ორ საუკუნეს ითვლის და რომელიც აღნიშნულია თავისუფლებისთვის მუდმივი ბრძოლით. მოკლე ხნის შემდეგ, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის მიერ იყო ანექსირებული და ჩვენ 70-წლიან ოკუპაციასა და უცხოურ დომინირებას გავუძელით“, - წერს თავის წერილში საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, „დღეს საქართველო აღიარებულია, როგორც სავაჭრო და კულტურული ჰაბი, აუცილებლად სანახავი მიმართულება ტურისტებისთვის და დემოკრატია, რომელსაც განვითარებული სამოქალაქო და საჯარო ინსტიტუტები აქვს“.

„ამ გზის გავლა აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა. აშშ ამ ათწლეულების განმავლობაში ერთგულ მეგობრად დარჩა, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში, როდესაც 2008 წელს რუსეთის შემოჭრა მოხდა და საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია გრძელდება. როგორც დასავლეთის ნაწილმა საქართვრელომ უსაფრთხოების კუთხით თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღო და აშშ-ს შეიარაღებულ ძალებთან ერთად იბრძვის ისეთ ადგილებში, როგორიც არის ერაყი და ავღანეთი, სადაც ჩვენი საერთო ღირებულებები საფრთხის ქვეშ არის. ავღანეთში საერთაშორისო მისიებში ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს ყველაზე მეტი წვლილი აქვს შეტანილი.
საქართველო სახელმწიფოა, რომელიც NATO-სკენ მიისწრაფის და მისი თავდაცვის და ტექნოლოგიების ხარჯები უკვე აღემატება ალიანსის მოთხოვნებს“, - აღნიშნავს გიორგი კვირიკაშვილი.

საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე საუბრობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გარღმავების მნიშვნელობაზე.

„ვაჭრობა ჩვენს ქვეყნებს შორის ახლა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან შესაძლებლობები მიმზიდველია და შედეგები კი შორს მიმავალია. ვაჭრობა, აშშ-საქართველოს შორის მტკიცე ორმხრივი შეთანხმებით დაწყებული ჩვენ დღის წესრიგში უნდა იყოს. საქართველო, რომელიც მსოფლიო ბანკის Doing Business 2018-ის რეიტინგის ტოპ-ათეულში შედის იდეალური კარიბჭეა აშშ-ს ბიზნესისთვის ევრაზიის მზარდ ბაზარზე შესაღწევად. აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამერიკულ კომპანიებს ევრაზიაში ფეხის მოკიდებაში დაეხმარებოდა და გზას გაუხსნიდა ახალი აბრეშუმის გზისკენ და ევროპისა და აზიის 2-მილიარდ ადამიანზე მეტი ბაზრისკენ. საქართველო სწრაფად იქცევა ევროპისა და ჩინეთის დამაკავშირებელ მთავარ სახმელეთო გზად. სავაჭრო შეთანხმება აშშ და საქართველოს შორის ახალ შესაძლებლობებს გააჩენდა ენერგეტიკული სექტორისთვის. სტრატეგიული ადგილმდებარეობა ირანს, რუსეთსა და თურქეთს შორის ერთადერთი ალტერნატიული გზაა ენერგორესურსების მიწოდებისთვის კასპიის აუზიდან ევროპაში“, - ხაზგასმით აღნიშნავს კვირიკაშვილი.

საქართველოს პრემიერის განმარტებით, „ორმხრივი სავაჭრო შეთანხმება გააჩენდა მეტ სამუშაო ადგილს ამერიკელებისთვის“.

„საქართველომ უკვე გააფორმა კონტრაქტები ამერიკულ კომპანიებთან ანაკლიის პორტის განვითარებისა და ოპერირების თაობაზე. ამ პორტის დაგეგმარებას, მშენებლობასა და ოპერირებას (და სხვა დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს) 2 მილიარდი აშშ დოლარის ბიუჯეტი ექნება. ის ამერიკელებისთვის სამუშაო ადგილებს შექმნის. სავაჭრო შეთანხმება შექმნის დოვლათს, სამუშაო ადგილებს. საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს. აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აშშ-ის სტრატეგიულ და ეკონომიკურ ინტერესებს წინ წაწევს, ხოლო საქართველოს კი დასავლეთის თავისუფალი ბაზრის ეკონომიკისა და უსაფრთხოების არქიტექტურაში დამკვიდრებაში დაეხმარება“, - დასძინა გიორგი კვირიკაშვილმა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 541
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია