დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე - ორჭოსანთან ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღმნიშვნელი ტრაფარეტის ჩასმა არალეგალური ქმედებაა
ავტორი:
2014/მარტი/31 14:00:03
ორჭოსანთან ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღმნიშვნელი ტრაფარეტის ჩასმას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე არალეგალურ ქმედებად აფასებს.
ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც ავტობანთან ახლოს, ორჭოსანთან ჩასმულია ტრაფარეტი, სადაც აღნიშნულია, რომ ეს ტერიტორია ეკუთვნის ე.წ. სამხრეთ ოსეთს. მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ეს ქმედება ისეთივე არალეგალურია, როგორც მავთულხლართების და ხელოვნური საზღვრების გავლება. როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, ასეთ საკითხებზე საქართველოს საგარეო უწყებას ბევრი განცხადება აქვს გაკეთებული.
"რამდენიმე დღის წინ ვიყავი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების სკოლებში. ჩემი საკუთარი თვალით ვნახე იქ სიტუაცია, ადამიანის უფლებები იქ ყოველ წუთას ირღვევა. მართლაც მძიმე მდგომარეობაა ამ სოფლებში, განსაკუთრებით ბავშვების მდგომარეობაა შემაშფოთებელი", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ეს არალეგალური ქმედებები დაგმობილი აქვს საერთაშორისო თანამეგობრობას. მისივე თქმით, რუსეთს მუდმივად მოუწოდებს ქართული მხარე შეწყვიტოს მავთულხლართების გაბმა და რაიმე სახის ჩასმა ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ.
"მე იმედი მაქვს, რომ ამას ადრე თუ გვიან ბოლო მოეღება. ჩვენ არ ვაპირებთ სიტუაციის გამწვავებას და ამ პროვოკაციაზე განსაკუთრებული რეაქციის გაკეთებას, გარდა დიპლომატიური გზებისა", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორებთან არსებული საკითხები იყო ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ჟენევის მოლაპარაკებებზე.
"თითქოს რუსეთის მხრიდან არის მზაობა იმისა, რომ ეს პროვოკაციული ქმედებები შეწყდეს. ვნახოთ, დაველოდოთ", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, ზემოაღნიშნული ტრაფარეტი დაახლოებით ორი თვის  წინ გაკეთდა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1071
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია