დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტის შენობაში გამნაღმველები მუშაობენ
2013/07/26 17:21:51

პარლამენტში ბომბის არსებობის შესახებ შესული შეტყობინების გამო ადგილზე მობილიზებულია გამნაღმველთა ჯგუფი.  ამ დროისათვის შენობაში აღარ იმყოფება დეპუტატთა, ჟურნალისტთა და პარლამენტის თანამშრომელთა ნაწილი. ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავები მოუწოდებენ შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფთ, დატოვონ შენობის პერიმეტრი.

მომხდარის გამო უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 331 მუხლით, რომელიც ტერორიზმის შესახებ შეტყობინებას გულისხმობს.  პარლამენტში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება დღის სამ საათზე შევიდა.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. მისი თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„სამართალდამცავებმა შემატყობინეს, რომ შემოსულია ზარი პარლამენტის შენობაში ბომბის არსებობის შესახებ, რომელიც ორ საათში აფეთქდებოდა. სამართალდამცავთა  შეფასებით, ძალიან დაბალია შანსი იმისა, რომ ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამებოდეს, მაგრამ ვინაიდან არსებობს მცირედი შანსი მაინც, მივიღეთ  ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილება, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს“, – განაცახდა დავით უსუფაშვილმა.

მომხარის გამო პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეწყდა სასესიო სხდომა. მუშაობა ასევე შეწყვიტეს კომიტეტებმა. პარლამენტის შენობა სრულად პარალიზებულია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1980
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია