დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცესი იწყება
2013/05/01 17:59:21

სულ ცოტა ხანში, შესვენებიდან დაბრუნებული დეპუტატები პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცესს დაიწყებენ. როგორც უკვე ცნობილია, პრეზიდენტმა ვეტო „საერთო სასამართლოებისა“ და „ნაფიც მსაჯულთა“ შესახებ კანონპროექტებს დაადო.

პროცედურის მიხედვით, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა პრეზიდენტის შენიშვნებზე გუშინ იმსჯელეს. როგორც წინასწარ აცხადებდნენ, უმრავლესობაში არც ერთმა კომიტეტმა არ დაუჭირა მხარი აღნიშნულ შენიშვნებს. დღეს კი მსჯელობამ პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლა.

უმრავლესობა თვლის, რომ სასამართლო რეფორმის განხორციელება ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია და ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს. უმცირესობის არგუმენტი კი შემდეგია: ხელიუფლებამ არ გაითვალისწინა სრულად ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და, სწორედ ამიტომ, კანონპროექტი „საერთო სასამართლოების“ შესახებ არ უნდა მიიღონ.

ირინა იმერლიშილის თქმით, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯი. ამიტომ ისინი აუცილებლად დაძლევენ ამ კანონზე ვეტოს და დაიწყებენ სასამართლო რეფორმას. იმერლიშვილის განცხადებით, ამ კანონის ამოქმედებას თუ საქართველოს პრეზიდენტი არ მოაწერს ხელს, მაშინ ამას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გააკეთებს.

რაც შეეხება  მეორე კანონპროექტს, „ნაფიც მსაჯულთა“ინსტიტუტის შესახებ, „საერთო სასამართლოებისგან“ განსხვავებით, უმრავლესობა არ აპირებს, რომ ამ კანონპროქტზე ვეტო დაძლიოს. ირინა იმერლიშვილის თქმით, ამ ნაწილში არც პრეზიდენტის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ, მაგრამ არც ვეტოს დაძლევენ და კანონში ცვლილება საერთოდ აღარ შევა.

უმცირესობის წევრ  მიხეილ მაჭავარიანს კი იმედი მაქვს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობა დათმობაზე წამოვა და ისევ ძველი კანონი დარჩება ძალაში. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებს ძალიან სერიოზული დასკვნები ჰქონდათ ამ კანონპრეოქტზე, რადგან  ეს არაკონსტიტუციურია.

შეგახსენებთ, რომ ნაფიც მსაჯულთა შესახებ ახალი ინიციატივის მიხედვით, ბრალდებულს პირდაპირ დაენიშნებოდა ნაფიცი მსაჯულები გასასამართლებლად. მიხეილ მაჭავარიანის თქმით კი, ადამიანის უფლებაა, თვითონ აირჩიოს, როგორ მოხდება მისი გასამართლება.

სულ ცოტა ხანში გახდება ცნობილი, მოახერხებს თუ არა უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და, შესაბამისად, მიეცემა თუ არა  მსვლელობა „საერთო სასამართლოების“ შესახებ კანონპროექტს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1843
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია