დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბიძინა ივანიშვილი: "კობას უჭირს, იყოს ხელისუფლებაში"
2013/04/27 00:49:43

 პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა , რომ არ სურს დავითაშვილმა გუნდი დატოვოს, რის გამოც "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოზე კობა დავითაშვილისთვის "გაფრთხილების" მიცემის საკითხს დააყენებს.
 "კობაზე გაბრაზებული ვარ, მასთან მქონდა მკაცრი საუბარი და ვუთხარი, რომ პოლიტიკურ საბჭოზე დავაყენებთ მის საკითხს. კობას აქვს თავისი ფასი. მე ძალიან მიყვარს ასეთი უკომპრომისო ხალხი. ის არის შეუპოვარი _ არ მიყვარს უფროსთან დაკომპლექსებული კაცი, რომელიც ვერ ახერხებს აზრის გამოთქმას, მას ეს არ აქვს და ძალიან მომწონს, ყველაზე მეტი პოლემიკა მასთან მქონია, მაგრამ ამავდროულად გუნდის მეორე წევრს, რომელიც გაცილებით მეტს აკეთებს, ვიდრე კობა ახლა და ვიდრე თუ გნებავთ მთლიანობაში გაუკეთებია, ცილს სწამებს. ჩემი სურვილია, კობა არ გავუშვათ გუნდიდან, მას კიდევ მივცემთ საშუალებას, თუმცა გუნდის წევრები მიმტკიცებენ, რომ ჩვენ თუ არ გავუშვებთ, თვითონ წავა. მე მგონი, კობას უჭირს იყოს ხელისუფლებაში, კრიტიკა იოლი საქმეა, საქმის კეთება რთული. გახსოვთ, როცა მას შესთავაზეს თავდაცვის მინისტრობა, კობამ უარი თქვა. ჩემი გადმოსახედიდან, შეეშინდა. ახლაც ის ცდილობს გადაცურდეს ოპოზიციაში, რამეთუ იქ ყოფნა სხვა პასუხისმგებლობაა – იქ მარტო უნდა აკრიტიკო. გუნდში მეუბნებიან, რომ კობა დღეს თუ არა, ხვალ წავა და ეს იგრძნობა, მაგრამ მე არ მაქვს ამის სურვილი", - განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრს, პრემიერის თქმით, დავით სერგეენკო პატიოსანი კაცია და მას იმდენად ენდობა, რომ კობა დავითაშვილის მიერ მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება არც გადაუმოწმებია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1873
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია