დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა დააშავა სექსუალურმა უმრავლესობამ
2013/05/13 15:36:41

ნათელაშვილი: „სასიამოვნოა, რომ პრემიერი ასე უფრთხილდება სექსუალურ უმცირესობათა უკანალებს“

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს პრემიერ- მინისტრ ბიძინა ივანიშვილს სექსუალურ უმცირესობებზე „გადაჭარბებული ზრუნვისთვის“ საყვედურობს.

„სასიამოვნოა, რომ პრემიერი ივანიშვილი სექსუალურ უმცირესობათა უკანალებს ასე უფრთხილდება,“ – ამ ფრაზით გამოეხმაურა ნათელაშვილი შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილი პირველი მოადგილის, გელა ხვედელიძის დაკავების ფაქტს.

ნათელაშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლება ივანიშვილის ნაყიდი აპარატურით სექსუალურ უმრავლესობას უსმენდა, თუმცა პრემიერს ამის გამო პასუხი არავისთვის მოუთხოვია.

„სასიამოვნოა, რომ პრემიერი ივანიშვილი ასე უფრთხილდება სექსუალურ უმცირესობათა უკანალებს, მაგრამ რა დააშავა სექსუალურმა უმრავლესობამ, რომელიც, მისი დაპირების მიუხედავად, კვლავ სიღატაკეში, უმუშევრობაში, უბედურებაში და უიმედობაშია ჩავარდნილი,“ – აღნიშნა ნათელაშვილმა „პრაიმ-თაიმის“ პრესკლუბში სტუმრობისას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მისი ყოფილი პირველი მოადგილის, გელა ხვედელიძის დაკავების შესახებ განცხადება გააკეთა.

ხვედელიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულისთვის ედება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2051
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია