დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პატიმრის ხმა – მღაღადებლისა უდაბნოსა შინა?
საწოლზე მიჯაწვული პატიმარი ხელისუფლებისგან შველას ითხოვს!
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/21 02:07:51

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნაწამები პატიმარი დავით გაიხარაშვილი, რომელიც საწოლზეა მიჯაჭვული, უმძიმეს მდგომარეობაშია და დღევანდელი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

 

 როგორც უფლებადამცველმა და გაერთიანებული კოალიცია  „თქვენი უფლებებისათვისსპიკერიმა, გიორგი თევზაძემ  განაცხადა,  წინა ხელისუფლებისგან   დაინვალიდებული პატიმარი  ახალი ხელისუფლებისაგანაც  მიტოვებული  აღმოჩნდა. 

 

გიორგი თევზაძე  აცხადებს,  რომ დავით გაიხარაშვილი წინა ხელისუფლების  უკანონო პატიმრობისას დაინვალიდა. ის  წარმოადგენს  რეჟიმის მსხვერპლს.

 

 როგორც გიორგი თევზაძეს დავით გაიხარაშვილის ოჯახის წევრებმა აცნობეს,  დღესდღეობით დავით გაიხარაშვილს უკიდურესად გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

 

მიუხედავად   სახელისუფლებო სრუქტურებისადმი არაერთი მიმართვისა,  შესაბამისი არგუმენტებით   და ხელისუფლების შესაბამისი დაპირებებისა, რომ დავით გაიხარაშვილს გაეწეოდა  სათანადო დახმარება და გადაუდებელი მკურნალობა, -  დღემდე დანაპირები დაპირებად რჩება.  

 

 დღეისათვის  დავით გაიხარაშვილის ჯამრთელობის მდგომმარეობა  უმძიმესია და  შესაძლებელია ტრაგიკული შედეგით დასრულდეს -აცხადებს უფლებადამცველი.

 


გიორგი თევზაძე (უფლებადამცველი):

-  საინტერესოა,  ვინ იქნება პასუხისმგებელი ამ შემთხვევაში –   მთლიანი ბიუკრატიული მანქანა, თუ კონკრეტული უწყება, ან  თანამდებობის პირები,  ვისაც ხელეწიფებათ აღნიშნული ჰუმანური და კეთილშობილური საკითხის დროული გადაწყვეტა?

 

 უფლებადამცველი და გაერთიანებული კოალიციათქვენი უფლებებისათვისსპიკერი გიორგი თევზაძე კიდევ ერთხელ  მიმართავს  ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს,  დაინტერესდნენ  მომაკვდავი პატიმრის,  დავით გაიხარაშვილის,  მძიმე მდგომარეობით და აღმოუჩინონ შესაბამისი გადაუდებელი დახმარება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4177
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია