დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზურაბ ჯაფარიძის მიერ ინიცირებული “საგადასახადო ამნისტიის“ კანონპროექტი ჩავარდა
2013/04/02 18:29:11

დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებმა „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელეს. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის წევრის, ზურაბ ჯაფარიძის  მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი.

ჯაფარიძის კანონპროექტი 2013 წლის პირველ იანვრამდე ჩადენილი ფინანსური დანაშაულის ფინანსურ ამნისტიას, მაკონტროლებელი ორგანოებისთვის სასამართლოს ნებართვის გარეშე პირის შემოწმების შეზღუდვასა და ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზიაციას გულისხმობს.
ჯაფარიძის თქმით, ეკონომიკური დანაშულისათვის სასჯელის სახით ციხე და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა გამოყენებული არ იქნება.
„ცვლილება გულისხმობს იმას, რომ მოგვეხსნას მთავარი კრიტიკა, რომელიც მოდიოდა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ „ნაციონალურიმ ოძრაობა“ ცდილობს ,მასთან დაახლოებული ბიზნესების შემოსავლების ლეგალიზებას.  ჩვენ შემოვიტანეთ შეზღუდვა. კერძოდ, მსხვილი ბიზნესი გამოირიცხება. ამნისტია შეეხება კომპანიებს, რომელთა წლიური ბრუნვა ორი მილიონი ლარია. ჩვენ განვიხილავთ ამ კანონპროექტს და თუ ისინი იტყვიან 20 მილიონს, ჩავწერთ ოც მილიონს,“ – ამბობს ჯაფარიძე.

თავდაპირველად, აღნიშნული კანონპროექტი, როგორც პრეზიდენტის ინიციატივა, ისე შევიდა საქართველოს პარლამენტში. უმრავლესობის წარმომადგენელი ეკა ბესელია ამბობს, რომ ამის შემდეგ კანონპროექტში ცვლილებები აღარ შესულა.

„მთავრობის დასკვნა არის ნეგატიური, რადგან სამართლებრივად შეუძლებელია, პარლამენტმა მხარი დაუჭიროს კანონპროექტს, რომელიც მიმდინარე წლის საბიუჯეტო თანხების გაზრდას გულისმობს და არ არის შეთანხმებული შესაბამის სტრუქტურასთან. ამის გარდა, კანონპროექტში საუბარია იმ ბიზნესჯგუფების ამნისტირებაზე, რომლებიც წინა ხელისუფლების ფავორიტები იყვნენ. ფინანსთა სამინისტრო და მთავრობის სხვა სტრუქტურები მუშაობენ დოკუმენტზე, რომელიც უფრო გააზრებულად და უფრო სამართლიანად უნდა შედგეს. სააკაშვილს რომ ეს ინიციატივა შემოეტანა მაშინ, როდესაც ბიზნესს აწიოკებდნენ, გასაგები იქნებოდა, მაგრამ დღეს ასე გაუაზრებლად და გაუთვლელად ამ კანონპროექტის წარმოდგენა, უბრალოდ, არის მოუმზადებელი საკითხი.“ - ამბობს ბესელია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1619
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია