დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბრძოლა წამების წინააღმდეგ
2009/07/02 08:29:51

26 ივნისი წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველისა და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ     „ემპათიას“ ორგანიზებით გაიმართა საქართველოში რიგით მე-5 კონფერენცია თემაზე - „ერთობლივად წამების წინააღმდეგ“.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სპეციალური ანგარიში. ასევე აქტუალური მასალები და კონკრეტული ფაქტები, სახალხო დამცველისა და ცენტრ „ემპათიას“ სპეციალური ანგარიშები რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე. ამ დღესვე, სახალხო დამცველსა და ცენტრ „ემპათიას“ შორის დაიდო მემორანდუმი, როგორც საქართველოში წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმის მოდელი.

 ხელი მოეწერა დეკლარაციას -    „ერთობლივად წამების წინააღმდეგ“, რომელიც შემდგომ გაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერმინისტრს.

კონფერენციის მსვლელობისას მოეწყო ომისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა სამხატვრო ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველოს ექიმთა ასოციაციამ, „ციხის საერთაშორისო რეფორმამ“.

მსოფლიოში უკვე ათეული წელია, აღინიშნება ეს დღე. 1987 წლის 26 ივნისს ძალაში შევიდა გაეროს კონვენცია „წამებისა და სხვა არაადამიანური, ადამიანის ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ“. აქედან გამომდინარე, 1997 წლის 12 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 26 ივნისი წამების მსხვერპლთა თანადგომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

წელს წამების საწინააღმდეგო საერთაშორისო კომპანია 26 ივნისს ერთობლივად აღინიშნება მსოფლიოს დაახლოებით 200 ქვეყანაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1689
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია